საბუნებისმეტყველო ამოუცნობი მოვლენა-ჩინეთში კლდე ყოველ 30 წელიწადში ქვის კვერცხებს დებს 2020, 11 ნოემბერი, 12:32 ![]() Chan Da Ya არის ჩრდილოეთ ჩინური წარმოშობის სიტყვა და იგი ითარგმნება როგორც "კლდე, რომელიც კვერცხებს დებს". ამ ადგილმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გააკვირვა გეოლოგები და ვერცერთმა მეცნიერმა ჯერ ვერ შეძლო ამ მასივის საიდუმლოს ამოხსნა. 2, 7 მეტრის სიმაღლისა და დაახლოებით 20 მეტრის სიგრძის ამ ფერდობის კლდე ეროზიული წარმონაქმნია, რომლის ზედაპირი ფაქტიურად დაფარულია ყველა ზომის ათობით მრგვალი და ოვალური ქვით. კლდიდან ბუნებრივად ყველაზე დიდი და მძიმე კვერცხები უბრალოდ გამოდის ფერდობიდან და ცოტა ხნის შემდეგ მათ ადგილას ახალი ჩნდება. ადგილობრივი სოფელ გულუს მკვიდრთა თქმით, ქვის კვერცხები ჩან და იაში 30 წელიწადში ერთხელ "იჩეკება". ![]() უცნაური კლდოვანი წარმონაქმნების ფენომენი უნიკალურად ითვლება და ამ ფენომენის ახსნის პოვნის იმედით, გეოლოგებს დამოუკიდებლად მოუხდათ შორეული მთიანი რეგიონის პირადად შესწავლა. ტესტებმა აჩვენა, მთის უმეტესი ნაწილი შედგება მკვრივი და მყარი დანალექისგან, ამ მასივის ერთი კონკრეტული მონაკვეთი წარმოქმნილია კირქვისგან, რომელიც ადვილად იშლება, ხოლო მრგვალი ქვები ბევრად უფრო მყარი ქვაა, ამიტომ ისინი ადვილად გამოირჩევიან ფხვიერი კლდისგან. დროთა განმავლობაში ეს ქვები ზედაპირზე ამოდის, თითქოს მთა კვერცხებს დებს. ამასთან, ჯერ ვერავინ შეძლო ახსნა, თუ როგორ გადაურჩა კირქვის მასა, რომელიც დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა კამბრიულ პერიოდში, ან რატომ არის ამოსული უცნაურად მომრგვალებული ჩანართები ჩან და ია-ს ფერდობზე. ![]() ადგილობრივი სოფლის თითქმის 125 ოჯახი ამ ქვებიდან ერთს მაინც ინახავს სახლში, როგორც ბედნიერების მომტან თილისმას. ![]() 727 3-ს მოსწონს
|