x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135643
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
"პლანეტის ფილტვები" - საინტერესო ფაქტები ტროპიკული ტყეების შესახებ

image



ტროპიკული ტყეების შესახებ ყველას გსმენიათ, თუმცა, ალბათ, მეტის გაგებას ისურვებდით მათზე. ისინი ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის და ამიტომაც საჭიროა ტროპიკული ტყეების დაცვა კაცობრიობის საქმიანობით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისაგან. აქედან გამომდინარე, სტატიაში წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს ტროპიკული ტყეების შესახებ.


ტროპიკული ტყეების ფართობი და სახეები:

1.ყველაზე ვრცელი ტროპიკული ტყეები


მსოფლიოში ცნობილი ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეებია:

1.ამაზონის ტყე ამერიკაში;

2.კონგოს ტროპიკული ტყე აფრიკაში;


3.დეინტრის ტროპიკული ტყე ავსტრალიაში;

4.სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკული ტყე;

5.ტონგასის ეროვნული ტყე

6.კინაბალუს ეროვნული პარკი;

7.წმინდა ელენეს ნაკრძალი;

8.სინჰარაჯის ტყის ნაკრძალი;

9.წყნარი ოკეანის ტროპიკული ტყე;

10.წვიმის ტროპიკული ტყე


2.ტროპიკული ტყეების 2 სახე

image

ტროპიკული ტყეები 2 სახისაა: 1. ტყეები, რომლებიც მიიჩნევიან ცხელ ტერიტორიად და ხეების მრავალფეროვან სახეობას მოიცავენ და 2. ზომიერი ტროპიკული ტყეები, რომლებიც უფრო ცივია და ჩვეულებრივ, ნაკლები ოდენობის ხეების სახეობები ხარობენ აქ.

ფაქტები ტროპიკული

ტყეების შესახებ

1.წვიმა

ტყე რომ ტროპიკულად მიჩნეულ იქნას, კონკრეტულ ტერიტორიას დაახლოებით 200 სმ. წვიმა სჭირდება წელიწადში, მაგრამ მათ უმრავლესობაში უფრო მეტი ნალექი მოდის ხოლმე.

2. ფართობი

დედამიწის ფართობის 6 %-მდე უჭირავს ტროპიკულ ტყეებს. ადრე მათ ეკავათ თითქმის 14 % დედამიწისა, თუმცა ადამიანის უარყოფითმა ზემოქმედებამ ტროპიკული ტყეების დიდი ნაწილი გაანადგურა, გააჩანაგა. ტროპიკული ტყეების გაქრობის ძირითადი მიზეზი მათი გაჩეხვაა სამეურნეო მიზნებისათვის (ხის მოჭრა შეშად ან მასალად გამოსაყენებლად, ტერიტორიის გასუფთავება საქონლის საძოვრად გადასაკეთებლად).

3.ნატურალური პროდუქტების წყარო

დღეისათვის ფართოდ გავრცელებული მცენარეული კულტურების, ნატურალური პროდუქტების 80 % წარმოიშვა ტროპიკულ ტყეებში. მათ რიცხვს განეკუთვნება ჩვენთვის მეტად ძვირფასი ბრინჯი, ბანანი, ფორთოხალი, ანანასი, პაპაია, მანგო, ავოკადო, ქოქოსი, სიმინდი, კაკაო და მრავალი სხვა.

4.ცხოველთა სახეობები

image

მსოფლიოში ცნობილი ცხოველთა სახეობების 50 %-ზე მეტი ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. ტროპიკული ტყეები მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებით ყველაზე მეტად გამორჩეული ადგილია. მათ კიდევ უფრო უნიკალურს ხდის ის, რომ ცხოველთა უმეტესობა, რომლებიც ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში, მხოლოდ აქ ახერხებენ გადარჩენას და სხვაგან დაიღუპებოდნენ.

5.ფარმაცევტული ინგრედიენტების წყარო

თანამედროვე ფარმაცევტული ინგრედიენტების 25 % მიღებულია ტროპიკული ტყეების ფლორადან. ტროპიკულ ტყეებში კიდევ დიდი ოდენობითაა ისეთი მცენარეები, რომელთა სამკურნალო თვისებები არ შეუსწავლიათ და შესაძლოა, აუთვისებელი სასარგებლო რესურსი იყოს. ბევრი მცენარე ენდემურია, მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული და შესაძლოა, წარმოადგენდეს დაავადების პოტენციურ სამკურნალო საშუალებას.

6.გაჩეხვის შედეგები

ტროპიკული ტყეების გაჩეხვა ხდება ცხოველთა გადაშენების მაღალი მაჩვენებლის მიზეზი. ყოველდღე ნადგურდება ტროპიკული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი. დადგენილია, რომ მათი გაჩეხვის შედეგად ოველწლიურად 200-დან 2000-მდე სახეობის ცხოველი იღუპება.

7. მიწათმოქმედების შეზღუდული პოტენციალი


გრძელვადიან პერსპექტივაში ტყეების სამეურნეო მიზნებისათვის გაჩეხვა კარგს არაფერს მოიტანს, რამდენადაც ნიადაგს 1-2 წელზე მეტხანს არ შეუძლია მცენარეული კულტურების შენარჩუნება. მიზეზია ნიადაგის მაღალი მჟავიანობა, საკვები ნივთიერებების დეფიციტი.

8.ტროპიკული ტყეები გხვდება ყველგან, გარდა ანტარქტიდისა

9.ამაზონის ტროპიკული ტყე ყველაზე დიდია მსოფლიოში, პირველ ადგილზეა.

ექსპერტთა გამოთვლით, პლანეტის ჟანგბადის 20 %-ს სწორედ იგი წარმოქმნის. ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობია 5 500 000 კვადრატული კმ. და მოიცავს სამხრეთ ამერიკის მდინარე ამაზონის აუზის უდიდეს ნაწილს.

ამაზონის ტყე გადის შემდგომ ქვეყნებში: ბრაზილია, პერუ, კოლუმბია, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი და გვიანა.

ამაზონის ტყეებში ჯერ კიდევ ადგილობრივი ველური ტომები ცხოვრობენ. არავინ იცის, მთელი მსოფლიოს ტროპიკულ ტყეებში ერთად რამდენი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ძირითადად ამაზონისა და პაპუა-ახალი გვინეის ტყეებში ცხოვრობს დაახლოებით 250 000 ველური ადამიანი.

image

10.კონგოს ტროპიკული ტყე მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილზეა.

კონგოს ტროპიკული ტყე 1.780.000 კვადრატული კმ. ფართობით და წარმოუდგენლად მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.

10.ტროპიკული ტყეები - "წყლის ფილტრები"

image

ტროპიკული ტყეები გვევლინებიან წყლის ბუნებრივ ფილტრებად. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს პლანეტაზე წყლის ბუნებრივი ციკლისათვის. ტროპიკული ტყეები ატმოსფეროს წმენდენ და ხელს უშლიან წყლის ნარჩენების მოხვედრასა და ჰაერის დაბინძურებას. ისინი წვიმის წყალს ანეიტრალებენ, აძლევენ მას უსაფრთხო მიმართულებას მიწისქვეშ.

11. დეინტრი - მსოფლიოში ყველაზე ძველი, ხანდაზმული ტროპიკული ტყე

ექსპერტების აზრით, დეინტრის ტროპიკული ტყე დაახლოებით 180 მილიონი წლისაა. აქ მცხოვრებ არაერთ ცხოველს აქვს მკვეთრად თავისებური მახასიათებლები, რისი მაგალითიცაა კასუარი (საშიში ფრინველი).

imageკასუარი




ასაკის გარდა, ეს ტროპიკული ტყე ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრალიის ბიომრავალფეროვნებისათვის, დეინტრის ტყე ითვლება სახლად ავსტრალიის ბაყაყების, ქვეწარმავლებისა და რეპტილიების სახეობების 30 %-ისა, ხოლო პეპლებისა და ღამურების 90 %-ისათვის. დეინტრი, ასევე, მიიჩნევა სულ მცირე 12 000 სახეობის მწერის ნავთსაყუდელად.

12.ტროპიკული ტყეები - ცხოველებისა და ადამიანების იმედის წყარო

მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი დამოკიდებულია ტროპიკულ ტყეებზე როგორც ჟანგბადის, ისე კვების მხრივ. ეს ტყეები ეხმარება ცხოველთა მრავალ სახეობასაც, ბევრი მათგანი ტროპიკული ტყეების გარეშე დაიღუპება.

13. ტროპიკული ტყეები, როგორც მდიდარი ბიომრავალფეროვნება

image

ტროპიკული ტყეების განსაკუთრებული, ენდემური მცენარეა ვუალიანი სოკო, რომელსაც დამპალი, გაფუჭებული საკვების სუნი აქვს.

imageვუალიანი სოკო


ტროპიკულ ტყეებში, ასევე, მკვიდრობს იაგუარი, ჩიტი-ტუკანი, კაპიბარა (წყლის გოჭი), ზარმაცა მაიმუნები, ორანგუტანგები, პირანიები, მწვანე ანაკონდა, წითელთვალება ხის ბაყაყი და სხვა.

imageმწვანე ანაკონდა




image

image

image

ტროპიკული ტყეების ფართობიდან 4 კვადრატული მილი უკავია 750-მდე სახეობის ხეს, 150 სახეობის პეპელას, 1500 ყვავილოვან მცენარეს და 400 სახეობის ფრინველს.


0
455
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0