სხვა პლასტმასის ბოთლებისგან მიღებული შუქი სახლებში 2020, 10 ნოემბერი, 12:04 ![]() არსებობს აღმოჩენები, რომლებიც არა მხოლოდ მარტივი, არამედ გენიალურიცაა. ამას ალფრედო მოზერის გამოგონებაც ადასტურებს. ბრაზილიელმა ფიზიკოსმა ხანგრძლივი უშუქობის პერიოდში მოიფიქრა მარტივი გამოსავალი იმისათვის, რომ საკუთარ სახელოსნოში განათება მოეწყო. 2002 წელს მას გენიალური იდეა მოუვიდა თავში - ელექტრო ნათურის მაგივრად, მის სახელოსნოში პლასტმასის ბოთლები გამოჩნდა. ![]() ალფრედომ ამისათვის რამდენიმე ჩვეულებრივი, გამჭვირვალე 2-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლები გამოიყენა. ისინი წყლითა და მათეთრებელი საშუალებით შეავსო, სახურავი შესაბამის ზომაზე გამოჭრა და ბოთლები ისე დაამაგრა იქ, რომ ზედა ნაწილი სახურავის ზემოთ ყოფილიყო, ქვედა კი ოთახში. წვიმისგან დასაცავად ბოთლების გარშემო სახურავი პოლიესტერული ფისით დაფარა. ![]() ![]() ალფრედო მოზერიმ გამოგონებიდან მალევე მთელი სამეზობლო გაანათა.ეს ყველაფერი არაა, ფილიპინებში არსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ბარაზილიელი ფიზიკოსის იდეა აიტაცა და მალე ადგილობრივ 140 000 მაცხოვრებელს “მოზერის ნათურებს" დაუმონტაჟებენ. თავად ალფრედო კი გამოგონებისთვის არანაირ ჰონორარს არ ითხოვს, ის იმითაც ბედნიერია, რომ გაჭირვებული ადამიანები უშუქობაში აღარ იცხოვრებენ. 215 3-ს მოსწონს
|