მიმოხილვა Talbot - ფრანგული ავტოკომპანიის ისტორია 2012, 8 აპრილი, 18:35 Talbot-Lago T150C SS Teardrop 1938
Talbot-ის მარკის ავტომობილების ისტორია XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყება, კერძოდ 1902 წლიდან, როდესაც ადოლფ კლემენტმა, რომელიც უკანამოტორიან ოთხბორბლიან ავტომობილებს აწარმოებდა, ყურადღება მიაპყრო ლა მანშის მეორე მხარეს - ბრიტანეთის სამეფოს, რასაც მოჰყვა ის, რომ ინგლისელმა გრაფმა შარლ შეტუინ-ტალბომ (Charles Chetwynd-Talbot) დააფინანსა კლემენტის ამბიციური პროექტი. შედეგად გაჩნდა ფრანგულ-ბრიტანული კომპანია Clement-Talbot, რომელიც ჰყიდდა ფრანგულ ავტომობილებს ინგლისში. 1904 წელს კომპანიის წარმატებით აღფრთოვანებული გრაფი ტალბო გადაწყვეტს დაარსოს ადოლფ კლემენტთან ერთად საკუთარი კომპანია და დამოუკიდებლად აწარმოონ ავტომობილები Clement-Talbot-ის მარკით. ზუსტად ეს კომპანია გახდა ცნობილი ბრენდის - Talbot წინამორბედი. 1908 წელს გამოჩნდა Talbot F4, ლონდონში დამზადებული, 4 ცილინდრიანი, 25 ცხენისძალიანი, 5.5 ლიტრი მოცულობის ძრავით 1911 წელს კომპანიაში მთავარ კონსტრუქტორად მოდის ჯორჯ ბრაუნი. მან შეიმუშავა ახალი ტიპის 4.6 ლიტრი მოცულობის ძრავი, რომელსაც 50 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლო. ასე გაჩნდა მოდელი 25/50HP, რომლის სისწრაფე საშუალოდ 110 კმ საათში იყო. ამ მოდელის ბაზაზე შეიქმნა სპორტული მოდიფიკაცია, რომლითაც პერსი ლამბერტმა რეკორდი 1920 წელს ის შეუერთდა ფრანგულ-ბრიტანულ ჯგუფს STD (Sunbeam-Talbot-Darracq). 1926 წელს კომპანიამ წარმოადგინა მოდელი 14/45HP ხოლო მას მოჰყვა სპორტული ბოლიდი Talbot Darracq Grand Prix 1934 წელს გამოდის Talbot 105 Sports-Tourer, 2969 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 140 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა ხოლო შემდეგ Talbot 110 - 123 ცხენისძალიანი, 3.4 ლიტრი მოცულობის ძრავით. პირველად ამ მოდელზე დამონტაჟდა კომპანია Wilson ელექტრონული გადაცემათა კოლოფი 1935 წელს კონცერნი გაიყო ორ - ინგლისურ და ფრანგულ ნაწილად. საფრანგეთის წარმოება შეისყიდა იტალიური წარმოშობის ფრანგმა ბიზნესმენმა ანტონიო ლაგომ (Antonio Lago). სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა Talbot-ის ლეგენდარული მოდელი Talbot-Lago T150. ის აღჭურვილი იყო 2950 კუბური სანტიმეტრი მოცულობის 110 ცხენისძალიანი ძრავით. ხოლო 1938 წელს ამ მოდელის მოდიფიკაცია იყო Talbot-Lago T150C SS Teardrop, რომლის დიზაინი ეკუთვნოდა Figoni & Falaschi -ს. მოდელს ჰქონდა უბადლო აეროდინამიკული კორპუსი, მძლავრი, 4 ლიტრი მოცულობის 165 (Sport) და 180 (Super Sport) ცხენისძალიანი ძრავი, რომელსაც 4 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით 200 ცხენის ძალის გამომუშავებაც შეეძლო. 2005 წელს აუქციონზე - RM Sports Car Auction აღნიშნული მოდელი გაიყიდა 3500000 დოლარად 1946 წელს გამოდის მდიდრული კაბრიოლეტი Talbot-Lago T26 Record 1949 წელს გამოდის მოდელი Talbot Lago T26 GS Dubos Coupe, რომელსაც 200 კმ სათში სისწრაფის განვითარება შეეძლო. 1950 წელს კომპანია Talbot Lago აწყობს სპორტულ ბოლიდს Talbot Lago GrandPrix 1951 წარმოადგინეს Talbot-Lago T26 GS, კიდევ ერთი ორიგინალური და ექსტრავაგანტული კუპე. საფრანგეთში Talbot იწარმოებოდა 1959 წლის ბოლომდე ხოლო შემდეგ ის შეუერთდა ფრანგულ კომპანიას Simca, რომელიც უკვე 1970 წლიდან ეკუთვნოდა ამერიკულ კომპანიას Chrysler და მას ეწოდებოდა Chrysler-france. ეს უკანასკნელი (ბრენდი Simca) 1978 წელს იყიდა კონცერნმა Peugeot-Citroen. 1979 წლიდან ამ ბრენდის ყველა ავტომობილი იწარმოებოდა როგორც Talbot, თუმცა ამ მარკით იყიდებოდა აგრეთვე Chrysler-UK და Hillman-ის ავტომობილები. პუასში წარმოებულ ზოგიერთ მოდელს ძარაზე ორი ლოგოც კი ჰქონდა - Talbot და Simca.სამწუხაროდ არც Simca-ს და არც Talbot-ის მოდელები არ გამოირჩეოდნენ ხარისხით და კომფორტით, რის გამოც ოთხმოციანი წლებისთვის მათზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. 1985 წელს ინგლისშიTalbot-ის წარმოება შეწყდა, 1986 წელს - საფრანგეთში, 1987 წელს ესპანეთშიც, რის შემდეგაც ამ მარკის წარმოება აღარ განახლებულა. Talbot უკანასკნელი სერიული მოდელი გახლდათ დიზელის ძრავიანი ტაქსები Solara, რომლებიც აიწყო მადრიდისთვის. Talbot-ის ერთერთი მოდელი - Horizon მოგვიანებით წარმოებაში ჩაეშვა როგორც Peugeot 309. კონცერნ PSA-ს ქვეგანყოფილებამ Peugeot-Talbot ფუნქციონირება შეწყვიტა 1992 წელს. 2010 წელს გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ PSA Peugeot-Citroen აპირებს განაახლოს ავტომობილების წარმოება Talbot-ის ბრენდით, ისევე როგორც Renault 1998 წლიდან აწარმოებს დაბალფასიან ავტომობილებს Dacia-ს ბრენდით 218 9-ს მოსწონს
|