ბიოგრაფია გულთამპყრობელი ადოლფ ჰიტლერი და მისი ქალები, რომელთა უმეტესობას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა 2020, 10 ნოემბერი, 11:02 სურათზე: ჰიტლერი დისშვილებთან ერთადქალების გულთამპყრობელირაიხსკანცლერი, ადოლფ ჰიტლერი, არასოდეს ეხებოდა თავისი ქვეყნად მოვლინების თემას, ალბათ იმიტომ, რომ მშობლები სისხლით ნათესავები იყვნენ. მიუხედავად ამისა, იგი სრულიად ნორმალურად უდგებოდა ასეთ კავშირებს. თუმცა შვილების ყოლა არ სურდა. შესაძლოა ამის მიზეზი იმის შიში იყო, რომ ბავშვი გადახრებით დაიბადებოდა. ჰიტლერს უყვარდა ქალები და არაერთთან ჰქონდა ურთიერთობა. იგი თვლიდა, რომ ქალების მთავარი ამოცანა, მამაკაცური სურვილების დაკმაყოფილებაა. ყოველ ქალს, რომელიც ჰიტლერთან იყო ურთიერთობაში, თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნდა. დიქტატორი მათ კომპლემენტებით ამკობდა და მოწიწებით ეპყრობოდა, ქალები ჭკუას კარგავდნენ მასზე და ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდნენ. დიქტატორი არა მხოლოდ თავის ქალებს აღმერთებდა, თავის გარემოცვაში მყოფთაც ძალიან თბილად და ალერსიანად ეპყრობოდა, მამაკაცებს მათი თანდასწრებით მოწევასაც კი უკრძალავდა. თუმცა, თუ ფიურერი კარგ ხასიათზე იყო, ქალები თავს უფლებას აძლევდნენ მოეწიათ. რა თქმა უნდა, ჰიტლერი უპირატესობას ლამაზ ქალებს ანიჭებდა, ფუმფულა ფორმებით, რომლებიც, როგორც წესი, მასზე ახალგაზრდები იყვნენ. არის ვერსია, რომ ფიურერი მამაკაცებთან "მეგობრობას" ამჯობინებდა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. როგორც არ უნდა იყოს, ჰიტლერი გულმოდგინედ მალავდა ასეთ ურთიერთობებს და ღიად გმობდა უმცირესობის წარმომადგენლებს. ჰიტლერის ქალებიფიურერის პირველი ქალი, რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, იყო ფრანგი შარლოტ ლობჟუა. მათ ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნეს. იმ მომენტისთვის ქალი 18 წლის იყო, ადოლფი-27. ურთიერთობა დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. 1918 წელს შარლოტას ბავშვი გაუჩნდა და დიდია ალბათობა იმისა, რომ ის ჰიტლერის შვილი იყო. მათი ურთიერთობის მტკიცებულებად ითვლება ჰიტლერის მიერ შესრულებული ნახატი, რომელზეც ეს ქალბატონია გამოსახული. შარლოტ ლობჟუაფიურერს ურთიერთობა ჰქონდა თავის ნახევრადდისშვილ გელი რაუბალთან, რომელსაც რეგულარულად ნახულობდა. მათი შეხვედრები დაიწყო, როცა ქალიშვილი 17 წლის იყო, ადოლფი კი-36. ასე გრძელდებოდა გელის სიკვდილამდე. მან 1931 წელს თავი მოიკლა. ფიურერმა მძიმედ გადაიტანა მისი სიკვდილი, დეპრესიაც კი ჰქონდა. ამ შემთხვევის შემდეგ ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი გახდა და თვითმკვლელობაზეც დაიწყო ფიქრი. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, სიკვდილის მომენტში გელი ფეხმძიმედ იყო. გელი რაუბალირაუბალის სიკვდილამდე ჰიტლერი ევა ბრაუნსაც ხვდებოდა, მომავალ მეუღლეს, მაგრამ მისი გული დისშვილს ეკუთვნოდა და მხოლოდ გელის სიკვდილის შემდეგ გახდა ევა ჰიტლერის ცხოვრების მთავარი ქალი. აღსანიშნავია, რომ ევა ბრაუნსაც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა ორჯერ, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. მარია რეიტერსაც, რომელიც ფიურერმა 1926 წელს გაიცნო მაღაზიაში, რაიხსკანცლერისადმი სიყვარულის გამო თავის მოკვლა სურდა. ისინი დროდადრო ხვდებოდნენ ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში. მარია რეიტერსილორდ რიდსდეილის ქალიშვილი, იუნიტი მიტფორდი, ჰიტლერის თავგადაკლული თაყვანისმცემელი იყო. მათ ურთიერთობა ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდათ, მაგრამ როცა გერმანიამ ინგლისს ომი გამოუცხადა, ინგლისელმა თავის მოკვლა სცადა და ჰიტლერის ნაჩუქარი რევოლვერიდან თავში ტყვია დაიხალა, თუმცა გადარჩა და მხოლოდ 9 წლის შემდეგ გარდაიცვალა ბრიტანეთში, მენინგიტისგან. იუნიტი მიტფორდიჰიტლერის კიდევ ერთი რჩეული, რომელიც თვითმკვლელობას აპირებდა-ზიგრიდ ფონ ლაფერტია. ასევე აღსანიშნავია მაგდა ჰებელსი, რომელთანაც ზოგიერთი მონაცემით, ჰიტლერს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იგი გერმანიის პროპაგანდის მინისტრის მეუღლე გახლდათ და ექვსი შვილი ჰყავდა. ამას გარდა, ეს ქალბატონი, იდეალური გერმანელი ქალის განსახიერება იყო, არიელი და ცისფერსისხლიანების წარმომადგენელი. მას მესამე რეიხის "პირველ ლედი"-ს უწოდებდნენ და მზად იყო ჰიტლერის გულისთვის სიცოცხლეც დაეთმო. 1945 წელს, გაიგო რა გერმანიის იმპერიის კრახის შესახებ, ასეც მოიქცა: ექვსივე შვილი მოწამლა, შემდეგ მეუღლესთან ერთად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაგდა ჰებელსი ოჯახთან ერთადგერმანიის №1 "კინოდივა", მწერალ ანტონ ჩეხოვის ნათესავი, ოლგა ჩეხოვა, ასევე მოეწონა ფიურერს. ფილმებს მისი მონაწილეობით რუსეთში არ აჩვენებდნენ, სიცოცხლის ბოლო წლები მან ევროპაში გაატარა. ჩეხოვას სიკვდილის შემდგომ, 1980 წელს, ამოტივტივდა ინფორმაცია, რომ ჰიტლერის ბუნკერში გადამალული ქარვის ოთახის სახელწოდება იყო "ოლგა". და კიდევ, წარმოდგენილი იყო იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ მსახიობი ენკავედეზე მუშაობდა. ოლგა ჩეხოვაბუნებრივია, ეს არ არის ჰიტლერის ქალების სრული სია. იგი უამრავ ქალბატონს ხვდებოდა, მათ შორის მსახიობებს და მომღერლებს, რომელთა უმეტესობასაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. ევა ბრაუნი 15 წლის განმავლობაში ფიურერის ახლო მეგობარი იყო და ბუნკერში სიკვდილამდე 40 საათით ადრე მისი კანონიერი მეუღლე გახდა. პირველად როცა იგი დიქტატორს შეხვდა, 17 წლის იყო. ბოლო წუთამდე მისი სახელი უცნობი რჩებოდა "მესამე რეიხში". ჰიტლერი მას საზოგადოებას უმალავდა, რათა არ შებღალულიყო მისი "ერის მამის" იმიჯი და მაშინაც კი როდესაც ბრაუნი უკვე მეუღლესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა, იგი გავლენიანი სტუმრების მიღებაზე არ ჩნდებოდა. ევა ბრაუნი აბსოლუტურად არ ინტერესდებოდა პოლიტიკით და სახელმწიფოს საქმეებში არ ერეოდა, მიუხედავად ამისა, ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, იგი ხომ ნებისმიერ შემთხვევაში საზარელი დანაშაულებების თანამონაწილე გახდა ევა ბრაუნიის, ვინც ჰიტლერს უარი უთხრადიადმა ჰიტლერმა ბევრს გაუტეხა გული. იგი ყოველ ქალს აიძულებდა ეფიქრა, რომ ყველაზე ლამაზი და ერთადერთი იყო, მის გალანტურობას ვერცერთი ქალბატონი ვერ უძლებდა. მაგრამ მოიძებნა ისეთი, რომელმაც არ უპასუხა ამ გავლენიან მამაკაცს. ეს ერთადერთი ქალბატონი, გერმანელი მსახიობი და მომღერალი, მარლენ დიტრიხი იყო. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ იგი ჰიტლერის საყვარელი მსახიობი იყო და ფიურერი აღტაცებული იყო მისი ნიჭით და სილამაზით. 1937 წელს, მარლენ დიტრიხი აშშ-ის მოქალაქე გახდა, მაგრამ ფიურერს მისი დაბრუნება სურდა ნაცისტურ გერმანიაში. დიტრიხი კატეგორიული იყო და აშშ-ში დარჩა. 1939 წლიდან იგი აქტიურად ჩაერთო ანტიფაშისტურ მოძრაობაში და კონცერტებით გამოდიოდა ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე. ბუნებრივია, გერმანიაში მას რადიოომი გამოუცხადეს, მაგრამ ამას მისი მსოფლიო პოპულარობა არ შეუმცირებია. მარლენ დიტრიხიდასკვნაროგორც ვხედავთ, ამ საშინელ და დაკომპლექსებულ ადამიანს საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება ჰქონდა და ქალებისგან ყურადღება არ აკლდა. თუმცა ითვლება, რომ ერთადერთი ქალი, რომელიც ჰიტლერს უყვარდა, გელი რაუბალი იყო. იგი მას ყოველთვის თან ახლდა–თეატრებში, კაფეებში, კონფერენციებზე და გამოსვლებზე, მაგრამ ბიძას (ჰიტლერს) გელი ეჭვიანობით ჭკუიდან გადაჰყავდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას ვენაში სურდა წასვლა და იქ დასახლება, მაგრამ ჰიტლერმა აუკრძალა. დადიოდა ჭორები, რომ თვითონ ფიურერმა გამოასალმა გელი სიცოცხლეს. სხვა ვერსიით-რაუბალმა შეიტყო ევა ბრაუნთან ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, ჰიტლერი და ევა ბრაუნი ცოცხლები გადარჩნენ და არგენტინაში დასახლდნენ. თუმცა ოფიციალური ვერსიით, მათი გვამები, როგორც ეს ფიურერის სურვილი იყო, დაწვეს ბერლინში. ასევე დაინტერესდით:# ბერლინში აღმოჩენილ კონტრაქტზე (ჰიტლერსა და სატანას შორის), ჰიტლერის ავტოგრაფი ნამდვილია და სისხლის ჯგუფიც ემთხვევა # ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები... # მადონა, ჩარლი ჩაპლინი და სხვა მილიონერები, რომელთა სიძუნწეზეც ლეგენდები დადის # "კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით # ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული 469 6-ს მოსწონს
|