x
ნიკოლა სარკოზისა და კარლა ბრუნის სიყვარულის ისტორია

imageკარლა წარმატებული ფოტომოდელი იყო, რომელმაც თავისით მოიპოვა მილიონები, ნიკოლა კი ღარიბი ემიგრანტი, რომელმაც დიდი შრომის ფასად განვლო გზა პრეზიდენტობამდე. საერთო ჯამში მათ არაფერი აკავშირებთ, მაგრამ ერთად არიან.
2008 წელს ფრანგული პუბლიკა მიესალმა ახალ პირველ ლედის ეფექტურ იტალიელ ლამაზმანს კარლა ბრუნს, რომელიც სარკოზის მესამე ცოლი გახდა.
ნიკოლა სარკოზი უმამოდ გაიზარდა, დედამ ვერ გაუძლო ქმრის სასიყვარულო ისტორიებს და სამ შვილთან ერთად სამუდამოდ მიატოვა მეუღლე.
ნიკოლა უნგრელი ემიგრანტია, თუმცა მას თავისი ძლიერი ხასიათის, უზომო ენერგიის და ჭკუის წყალობით არ გასჭირვებია იმ გზის გავლა რაც მას საფრანგეთის პრეზიდენტობამდე მიიყვანდა .
კარლას ცხოვრება კი უფრო სხვაგვარი იყო, მას საკმაოდ მდიდარი, გავლენიანი და შეძლებული ოჯახი და სანათესაო წრე ჰყავდა . 19 წლისა იგი უკვე საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო .
ნიკოლა და კარლა საფრანგეთში შეხვდნენ ერთ ვახშამზე, რომელსაც პოპულარული ჟაკ საგელი მართავდა. ნიკოლა მეორე ცოლს ახალგაშორებული იყო და მას რომანტიული დამშვიდება ნამდვილად სჭირდებოდა და ეს რომანტიკა მან კარლას არსებაში დაინახა, გვერდიდან არ მოსცილებია, აავსო ქათინაურებით და ყურადღებით. კარლა ამავე საღამოს მოიხიბლა და შემდეგ ამას თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აცხადებდა : "მე არასოდეს ვიფიქრებდი თუ ცხოვრებაში შევხვდებოდი ასეთ ცოცხალ, გონებამახვილ და შარმიან მამაკაცს, - ნიკოლამ მე მომაჯადოვა" .
წყვილის ქორწილი გაცნობიდან 3 თვეში გაიმართა .

0
210
შეფასება არ არის
ავტორი:მაგნოლია
მაგნოლია
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0