სხვა როგორ მოვამზადოთ ლიმონის ქერქისგან ჰაერის, ჭურჭლისა და ტუალეტის გამწმენდი უნიკალური საშუალება?! 2020, 9 ნოემბერი, 19:58 ![]() ლიმონი მეტად სასარგებლო ციტრუსია, თუმცა არანაკლებ გამოსაყენებელია მისი კანიც.კერძოდ, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს ქვაბებზე და ყავის მადუღარაზე ნადების მოსაშორებლად; ჭურჭლის სარეცხი მანქანის და უნიტაზის გასაწმენდად; ჰაერის გამწმენდად. ლიმნის ქერქს გააჩნია ნადების მოსაშორებელი ეფექტი.სწორედ ამიტომ მისი საშუალებით შესაძლებელია სახლის გაწმენდა ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებების გარეშე. აბაზანასა და სამზარეულოს ნიჟარაში არსებული ნადების მოსაშორებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ახლად გამოწურული ლიმონი. ქვაბებისა და მადუღარის გასაწმენდად, ჩაყარეთ ლიმონის ქერქი მათში და აადუღეთ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ უნიკალური საწმენდი საშუალება, რომელიც შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: აიღეთ შესაბამისი ჭურჭელი და გაავსეთ ის თეთრი ღვინის ძმრით, ლიმონის ქერქებით და მწვანილის რამდენიმე ღერით. მომზადებული საწმენდი საშუალება არა მხოლოდ კარგად ასუფთავებს, არამედ სასიამოვნო სურნელსაც ტოვებს. ![]() ![]() ასევე საინტერესოა: როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებისაგან?! პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა როგორ უნდა გაწმინდოთ ოთახის მცენარეების ფოთლები სწორად - სასარგებლო რჩევები 231 3-ს მოსწონს
|