საქართველო დღე მეორე... 2020, 9 ნოემბერი, 18:26
როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ასეთი აგრესიისგან, რა ინსტრუქციები გვჭირდება რათა სწორად ვიმოქმედოთ და არ დავზიანდეთ და აქცია იყოს უსაფრთხო და მეტნაკლებად ჯანსაღი? პირველ რიგში უნდა ჩავიცვათ თბილად, თავზე უსაფრთხოების ჩაფხუტი, პირბადე ვირუსისგან დასაცავად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ უნდა ვიყოთ და რაც მთავარია უნდა გვქონდეს მომარაგებული სადეზინფექციო საშუალებები, აუცილებელი არაა მაგრამ კარგი იქნება თუ ჩანთით ვატარებთ ყოველდღიურად საჭირო საკვები პროდუქტების მასალას, რათა მზად ვიყოთ გრძელვადიანი აქციებისთვისაც. და ბოლოს, მთავარია გვქონდეს შინაგანი რწმენა იმისა, რათა გავუძლოთ ზეწოლას და არ დავუშვათ მოწინააღმდეგე მხარემ იქონიოს გავლენა ჩვენ ქმედებებზე. პ.ს დღეს 22 საათიდან კომენდანტის საათი ირთვება, იქნებ აღარ გვცემონ?! 25 შეფასება არ არის
|