x
ბიჰევიორიზმის ძირითადი პოსტულატები: ჯ. უოტსონის შეხედულება სწავლაზე. ე. თორდაიკის შეხედულება სწავლაზე. ბ. ფ. სკინერის თეორიის ძირითადი პოსტულატები: რესპოდენტური და ოპერანტული ქცევა, ქცევის ექსპერიმენტ

ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნივერსალურია ნებისმიერი კუთხით - იქნება ეს ქცევითი პატერნები, ურთიერთობის ფორმები, მიდგომა ბავშვის მიმართ, ქცევის დასწავლის ფორმები და სხვა. პიროვნება მიზანშეწონილ ქცევას ახორციელებს უმეტეს შემთხვევაში საკუთარი გამოცდილების მიხედვით, თუმცა ძალიან ბევრი ინდივიდი ქცევას წარმოსახვის უნარის დახმარებით ახორციელებს დასწავლადი ქცევის მიდგომებს და ინდეტიფიკაციას ახდენს იმის მიხედვით თუ რა იქნება რელევანტური ქცევა კონკრეტული მიზნის მისაღწევად. კონკრეტული მიზნის მისაღწევად რა ხერხებს, ამ შემთხვევაში რა მიდგომებს ვიყენებთ როდესაც საქმე ეხება მაგალითად დასწავლად ქცევას დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი მიდგომა მიგვაჩნია ყველაზე ეფექტურად ქცევის დასწავლისათვის.

იმისათვის, რომ პიროვნებამ კონკრეტული ინდივიდის ქცევის კონტროლი სცადოს, თავისთავად, რომ მიზანშეწონილი და მიზანმიმართული, გააზრებული, წინასწარ ნაფიქრი მიდგომა უნდა შეიმუშაოს რათა მიაღწიოს მიზანს, თუმცა ხშირ შემთხვევებში პიროვნება ისე მოქმედებს, რომ ამ ყოველივეს მომენტალური გადაწყვეტილების ხარჯზე ახორციელებს რაც, ჩემი აზრით - დაუშვებელია განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბავშვის განვითარების ადრეულ წლებში მიმდინარეობს ქცევის დასწავლა. ამ ყველაფრის მიუხედავად, შეიძლება პიროვნების ნაფიქრი და გააზრებული მიდგომაც კი ინდივიდის ქცევის დასწავლისათვის არ აღმოჩნდეს ეფექტური ან მიზანშეწონილი.

არ შეიძლება, რომ ინდივიდის ქცევის კონტროლისათვის დავეყრდნოთ მხოლოდ გარემო ფაქტორებში არსებულ სტიმულებს. ადამიანი არ არის მხოლოდ სოციალური არსება, იგი სულიერი არსებაც არის და სხვა. არ შეიძლება კონკრეტული მიზნის მისაღწევად ექსპერიმენტატორი, ამ შემთხვევაში პირი რომელიც ცდილობს ინდივიდს დაასწავლოს ქცევა, გასცდეს დღეს დღეისობით არსებულ და დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს ფსიქოლოგიაში, რადგან ეთიკური ნორმების არ დაცვა შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი განხდეს იმ ინდივიდისათვის რომელზეც ცდილობენ კონკრეტული ქცევის დასწავლას და ამის ძალიან ბევრი ექსპერიმენტი და მაგალითი არსებობს. უმარავი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა როდესაც მიდგომებს იმუშავებს - არასათანადო მიდგომებით არ უნდა მივაყენოთ ტრამვა ინდივიდს. შეიძლება მიდგომები ძალიან ეფექტურიც კი იყოს თუმცა ამ შემთხვევაში პრიორეტეტი მაინც სულ სხვა რამ არის - დასწვლა.

და მაინც, რა არის ყველაზე ეფექტური მიდგომა ქცევის დასწავლისათვის? ბიჰევიორალური თუ ჰუმანისტური მიდგომა? - ეს ყველაფერი არის პიროვნულ ასპექტებზე დამოკიდებული, არსებობს ადამიანთა ერთი ჯგუფი რომელთანაც ჰუმანისტური მიდგომა გაცილებით ეფექტურია და არსებობს ინდივიდთა მეორე ჯგუფი რომლებისთვისაც ქცევის დასწავლისათვის ბიჰევიორისტული მიდგომა უფრო რელევანტურია, თუმცა, თავისთავად, რომ მხოლოდ ამ ორი ცვლადით განხილვა მიდგომის არ არის სწორი.


ფსიქოლოგები განმარტავენ სწავლას როგორც სტაბილურ ცვლილებებს ადამიანის ცოდნასა და ქცევით პოტენციალში, რომელიც გამოწვეულია გამოცდილებით, რაც გარემო ფაქტორია და არ არის დაკავშირებული - დაღლასთან, ტრამვასთან, ავადმყოფობასთან და ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ ცვლილებებთან.

ბიჰევიორიზმი ანუ მოძღვრება ინდივიდის ქცევის შესახებ ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. ბიჰევიორისტებმა სწავლის თითქმის ყველა ძირითადადი პრინციპები ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დაადგინეს, ისინი მიიჩნევენ, რომ სწავლისას იგივე კანონზომიერები მოქმედებს ადამიანებზე - რაზეც ვფიქრობ, რომ არ არის სწორი შეხედულება. ბიჰევიორისტული სწავლების თეორია არის მასწავლებელზე ორიენტირებული. მასწავლებელი აკონტროლებს სასწავლო და აღმზრდელობით პროცესს. მასწავლებელი არის ცოდნის გადამცემი, მაკონტროლებელი და შემფასებელი.

ბიჰევიორისზმის ფუძემდებლად მიჩნეულია უოტსონი, იგი მიიჩნევდა, რომ ადამიანი იბადება რეფლექსების გარკვეული რაოდენობით. სწავლა კი წარმოადგენს რეფლექსების საფუძველზე განხორციელებულ კლასიკურ განპირობებას.

ე. თორნდაიკი თავის ნაშრომებში განიხილავს იმ პირობებს რომლებიც იწვევს კავშირების ანუ ასოციაციების განმტკიცებას ან დარღვევას. მისი აზრით დიდია ალბათობა იმ რეაქციების გამეორებისა, რომლებმაც გამოიწვია კმაყოფილების მდგომარეობა და პირიქით, ნაკლებია ალბათობა ისეთი რეაქციის გამეორებისა, რომელიც იწვევს უკმაყოფილებას. იგი ხაზს უსვავს იმას, რომ სწავლა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსწავლის მზაობაზე. ისეთი ფაქტორები როგორებიცაა მომწიფება, გამოცდილება - მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება სწავლა, რთული, ადვილი თუ შეუძლებელი. გამეორება ხელს უწყობს კავშირის სიმტკიცეს, კავშირი ამ შემთხვევაში მოიზარება როგორც ცოდნად. ვარჯიში და გამეორება მიღებულია როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პედაგოგიური ტექნიკა. პრობლემის გადაწყვეტა თორნდაიკის აზრით, ხდება ცდისა და შეცდომის მეთოდით. მისი თეორია ცნობილია, როგორც ცდისა და შეცდომების მეთოდებით სწავლის თეორია.

ბ.ფ. სკინერმა გამოყო ქცევის ორი ტიპი: რესპოდენტული და ოპერანტული ქცევა. რესპოდენტულ ქცევაში სტიმული ყოველთვის წინ უსწრებს რეაქციას. უპირობო რეაქცია

რესპოდენტული ქცევის მაგალითია, მაგალითად დაცემინება. ისინი არიან ავტომატური, უნებლიე რეაქციები სტიმულზე. სკინერის თანახმად, კლასიკური განპირობება აღწერს თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს არსებული ქცევა ახალ სტიმულს. ოპერანტული ქცევა არის ორგანიზმის მიერ განხორციელებული რეაქცია რომელიც არ არის გამოწვეული რაიმე სტიმულით, მაგალითად მანქანის მართვა. სკინერი გამოყოფს ცვლადების ორ სახეს: დამოკიდებული და დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი ფაქტორების მართვა შეიძლება ხოლო დამოუკიდებელი ცვლადებია მანიპულაციის შედეგი. სკინერის სისტემაში დამოკიდებელი ცვლადებია განმტკიდების სახე და განრიგი, ხოლო დამოკიდებული ცვლადებია რეაქციის გამოცლენის სიხშირე, დასწავლისთვის საჭირო დრო და განმტკიცების შეწყვეტის შემდეგ ქცევის შენახვის დრო. არსებობს ორი სახის განმტკიცება - პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური განმტკიცება გულისხმობს პოზიტიური სტიმულის მიწოდებას. მაგალითად დედა ბავშვის კარგი საქციელისთვის შოკოლადს ყიდულობს. ნეგატიური განმტკიცება გულისწმობს ნეგატიური სტიმულის მოცილებას. ბავშვი საკონტროლოს დაწყების წინ „ავად“ ხდება. - მივიჩნევ, რომ აღმზრდელი სანამ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, აუცილებელია ბავშვს აუხსნას რა არის ცუდი საქციელი და რა არის კარგი საქციელი და ამ ყოველივეს შემდეგ გადაწყვიტოს დასაჯოს იგი თუ წაახალისოს. არსებობს ორი სახის დასჯა: პოზიტიური როცა მიეწოდება ავერსიული სტიმული და ნეგატიური როცა იხსნება სასიამოვნო პოზიტიური სტიმული, მაგ. ბავშვი ცუდად მოიქცა და დედა გაუბრაზდა.

სამწუხაროდ, ნეგატიური განმტკიცება და დასჯა საკმაოდ ხშირად გამოიყენება, როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში. ეს ყოველივე არის ავერსიული კონტროლის მეთოდები, მაგალითად: დაბალი შეფასება, საყვედური, მუქარა და სხვა. ბიჰევიორისტული მიდგომები ყველა ინდივიდს გააჩნია თუმცა რომელ თეორიას ემხრობი ეგ სხვა საკითხია, მივიჩნევ, რომ პოზიტიური განმტკიცება აუცილებელია ბავშვისათვის რათა იგი იყოს თვითეფექტური იმ გარემოცვაში სადაც მისი ფორმირება მიმდინარეობს. რაც შეეხება ნეგატიურ დასჯას, თავისთავად, რომ აუცილებელია თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ეთიკური ნორმების დაცვით! მაგალითად, თუ ბავშვს ავუხსენით, რომ თუ არ ისწავლის ის ვერ იქნება წარმატებული ცხოვრების შემდგომ წლებზე, ეს გაიგო და მაინც აგრძელებს ცუდად მოქცევას, ამ შემთხვევაში არ სწავლას - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მშობელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცმყოფა მიაყენოს, ამისათვის არსებობს შეფასება და გარემოებები თავად მიახვედრებს უფრო მეტად მის დანაშაულს, რადგან ხშრად ბავშვებს არ ესმით რასაც მშობელი უხსნის, თუმცა როგორც, ავღნიშნე აუცილებელია ახსნა, არ მივიჩნევ სწორად ავტორიტარულ აღზრდის სტილს, სადაც მშობელი არ უხნის ბავშვს რა არის სწორი და რა არასწორი.

სკინერი გამოყოფს უწყყვეტ, პერიოდულ და შერეული განმტკიცების განრიგს. უწყვეტის დროს ხდება ყველა სწორი რეაქციის განმტკიცება, პერიოდულის დროს ხდება მხოლოდ ზოგიერთი სწორი რეაქციის განმტკიცება. სკინერის ბევრი კვლევა მიმართული იყო განმტკიცებლის განრიგის და ქცევის დამოკიდებული ცვლადების - სისწრაფე, რეაქციის სიხშირე, ქცევის ჩაქრობა და ა. შ. კავშირის დადგენაზე. ქცევის სწავლის საწყისს ეტაპზე უწყვეტი განმტკიცების განრიგი უფრო ეფექტურია. სკოლის პრაქტიკაში ეს ნიშნავს რომ პატარა ვავშვების სწავლებისას, საჭიროა უწყვეტი განმტკიცების განრიგის გამოყენება. თუ განმტკიცება საპასუხო რეაქციათა რიცხვზეა დამოკიდებული მეტად აკონტროლებთ განმტკიცებას - რაც უფრო სწრაფად დააგროვებთ სწორ საპასუხო რეაქციათა რაოდენობას, მით უფრო სწრადაფ მოხდება განმტკიცება.

0
106
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ ფეიქრიშვილი
ნიკოლოზ ფეიქრიშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0