x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რა დადებითი-უარყოფითი თვისებები ახასიათებს წაბლს და როდისაა მისი მირთმევა დასაშვები?
ყველა არაჩვეულებრივად ვიცნობთ წაბლს, მაგრამ იშვიათს თუ უნახავს მისი ნაყოფის ვიზუალი დამწიფებასა და ჩამოცვენამდე. ალბათ ბევრი მას ზღარბსაც კი მიამსგავსება, ვინაიდან უამრავი ბუსუსების მსგავსი ეკალი, რომლიტაც წაბლის ნაყოფი გარედანაა დაფარული, მარტლაც ემსგავსება მას.image

მიუხედავად იმისა, რომ მისი დამწიფების სეზონი სექტემბრიდან-ნოემბრამდე პერიოდია, იგი აქტუალობას არ კარგავს წელიწადის სხვა სეზონებზეც. აქედან გამომდინარე იგი მოთხოვნად პროდუქტად იტვლება, საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად.

წაბლი, რომ ნამდვილად უგემრიელესია, ამაში ბევრი ადამიანი დამეტანხმება. მას მიირტმევენ მრავალი სახით. მაგალიტად- შემწვარს, მოხარშულს, დაკონსერვებულს და მრავალი სხვა.

იგი გემრიელთან ერტად, ძალიან სასარგებლოა და შეიცავს უამრავ ვიტამინს, რაც ჩვენ ორგანიზმს ამარაგებს სასარგებლო ნივტიერებებით.image


წაბლის თითქმის ყველა ორგანო ტანინებით მდიდარია (მერქანში 8-18, ქერქში — 10, ნაყოფის ეკლიან საბურველში — 8-20, ახლად ჩამოცვენილ ფოთოლში — 12, დაცვენილ ყვავილედებში — 13 პროცენტი).

ნაყოფი 60 პროცენტამდე სახამებელს, 15 პროცენტამდე შაქრებს, თითქმის 6 პროცენტამდე ცილებს და 2 პროცენტამდე ცხიმებს შეიცავს. მეტად ნოყიერია და კარგი გემოთიც გამოირჩევა, განსაკუთრებით მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში.

100 გრამი ცოცხალი წაბლის კალორიულობაა 166 კკალორია, მოხარშულის - 131, ხოლო შემწვარის - 182. ყველაზე ნაკლებად კალორიულია ორთქლზე მომზადებული წაბლი - ის სულ 65 კკალორიას შეიცავს და ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას.

წაბლი შეიცავს 60% სახამებელს, დაახლოებით 15% შაქრებს, თითქმის 6% ცილებს, 2%-ზე მეტ ცხიმებს. მასში შედის მინერალური ნივთიერებები, უჯრედისი, А, С და В ჯგუფის ვიტამინები.image

კერძოდ, წაბლის შემადგენლობაშია სასარგებლო ნივთიერებები: ფლავონოიდები, პექტინები, მთრიმლავი ნივთიერებები. მცენარის ქერქი შეიცავს გლიკოზიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებსა და ზეთებს.

წაბლს ხალხურ მედიცინაში იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს
  • ვენების მატონიზირებელი საშუალება, აჩქარებს ვენებში სისხლის მოძრაობას
  • ანტითრომბული - ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და აბრკოლებს თრომბების წარმოქმნას
  • ტკივილგამაყუჩებელი
  • ჭრილობების შეხორცება, შარდმდენი
  • სიცხის დამწევი, ოფლმდენი
  • ანტიკლეროტიკული, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი
  • სიმსივნის საწინააღმდეგო, ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები და რადიონუკლიდები, გამოიყენება სხივური თერაპიის შემდეგ
  • აქვს სისხლდენის შეჩერების ეფექტი
  • ანთების საწინააღმდეგო
  • აქვს შემკვრელი ეფექტი, აწესრიგებს კუჭის წვენის მჟავიანობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
  • აქრობს სისხლძარღვების სპაზმებს, ამცირებს არტერიულ წნევას
  • გარეგანი მოხმარების მალამოებში ხელს უწყობს ანთებითი კერის ჩაქრობას, მკურნალობს ჩირქოვან ჭრილობებს, დამწვრობას, მოყინვას
წაბლი ალერგიულია, ამიტომ ინდივიდუალური აუტანლობის დროს მისი მიღება არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება ის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებებისთვის.image

წაბლის დიდი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თითების კრუნჩხვები. ასევე არ შეიძლება წაბლის ჭამა, თუ ადამიანს აქვს ატონიური შეკრულობა, გასტრიტები, სისხლის ცუდი შედედება, თრომბოციტოპენია, ღვიძლისა და თირკმელები დაავადებები. ასევე, უკუნაჩვენებია მისი მიღება მენსტრუალური ციკლის დარღვევებისას, არასასურველია წაბლის მიცემა ბავშვებისთვის, რადგან მან, შესაძლოა, ალერგიული რეაქციების პროვოცირება გამოიწვიოს.

ასევე წაბლით მკურნალობა არ შეიძლება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0