x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"მყვირალა მუმიის" ისტორია, უფლისწული, რომელმაც მამა სასიკვდილოდ გაწირა
1981 წელს აღმოაჩინეს რამდენიმე სამარხი, რომლებიც უდიდეს ფარაონებს ეკუთვნოდათ, თუმცა ყურადღება სულ სხვა ფაქტმა მიიპყრო, მათთან ერთად იპოვნეს ერთი უცნაური მუმია, რომელსაც პირი ჰქონდა ღია, მის საფლავს კი წარწერა არ ჰქონდა.(ვინ იყო, რას საქმიანობდა)

ეგვიპტეში მუმიფიცირებას უკეთებდნენ პატივსაცემ ადამიანებს, ბალზამირების შემდეგ ახვევდნენ ნაჭერში, ინახავდნენ სარკოფაგში და აწერდნენ სახელს, ეგვიპტელების აზრით, მუმია აღდგებოდა მკვდრეთით, მიაგნებდა თავის სახელს და მოიპოვებდა უკვდავებას.

რაც შეეხება მყვირალა მუმიას, ის გახვეული იყო ცხვრის ტყავში რაც დიდ შეურაცხყოფაზე მიუთითებს, ცხვრის ტყავი ეგვიპტეში არასუფთად ითვლებოდა, მის სარკოფაგს კი არ ჰქონდა წარწერა რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი განწირული იყო მუდმივი ტანჯვისთვის.

მეცნიერებმა განაცხადეს რომ ეს ადამიანი იყო დაახლოებით 40 წლის, და იგი უნდა ყოფილიყო რამზეს მესამის ვაჟი, რომელმაც იგი სასიკვდილოდ გაწირა. ამ ვაჟს ისტორიაში მოიხსენიებენ "პენტაურის" სახელით, რომელსაც არ ჰქონდა უფლება სამეფო ტახტზე ასულიყო, სამეფო ტახტი მის მეორე ვაჟს რამზეს მეოთხეს ეკუთვნოდა, ამის გამო დედოფალმა და პენტაურმა მეფეს შეთქმულება მოუწყვეს და ვერაგულად მოკლეს.

ყველა დამნაშავე დაიჭირეს, ზოგს ცხვირები მოაჭრეს, ზოგიც კი სიკვდილით დასაჯეს.
რაც შეეხება დედოფალსა და პენტაურს მათ მისცეს საშუალება თავი მოეკლათ .თუმცა მეცნიერთა ვარაუდით, პენტაურს ხელ-ფეხი შეუკრეს, ცოცხლად ჩადეს სარკოფაგში და ასე დასაჯეს.სკანირებამ აჩვენა რომ მას კანი გაგლეჯვოდა და თოკი ძვლებამდე იყო ჩასული. სწორედ ამიტომ ჰქონდა ასეთი ნაწამები და ნატანჯი სახე. გარდაცვალების შემდეგ მის სხეულს ბალზამირება გაუკეთეს, მას არ ჰქონდა ამოჭრილი ორგანოები სხვა მუმიების მსგავსად მაგრამ ამის მიუხედავად მაინც კარგად იყო შენახული.
image
0
441
შეფასება არ არის
ავტორი:ელისო ლელაძე
ელისო ლელაძე
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0