x
image
კატაპულტი
,,მგალობელი ჩიტი" - ახალი ფილმი კორონავირუსით გამოწვეულ შემზარავ მომავალზე (2024 წელი)
image
კინოპროდიუსერ მაიკლ ბეის ახალი ფილმი “Songbird" (“მგალობელი ჩიტი") გვიჩვენებს კორონავირუსით გამოწვეულ ფატალურ შედეგებს 2024 წლისთვის. კინოკრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფილმი პანიკის დათესვას ემსახურება, თუმცა მასში აღწერილი მოვლენები და მდგომარეობა საკმაოდ ახლოსაა რეალობასთან.

სიუჟეტი ვითარდება ლოს-ანჯელესში 2024 წელს, 4-წლიანი ლოქდაუნის შემდეგ. ვირუსმა მუტაცია განიცადა და მსოფლიოს მასშტაბით 110 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი. გადარჩენილები საკუთარ ბინებში არიან გამოკეტილები, ინფიცირებულები კი სპეციალურ ბანაკებში გახლავთ მოთავსებული. აკრძალულია ყველანაირი კონტაქტი ახლობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან და ა.შ.

ფილმში მთავარ როლებს სოფია კარსონი და კჯ აპა ასრულებენ. ისინი განასახიერებენ შეყვარებულ წყვილს, სარა და ნიკო, რომელთაც თავიანთი საცხოვრებელი ადგილების დატოვების უფლება არ აქვთ და ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებიან. სარა ინფიცირების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რის გამოც მას სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები ინფიცირებულთა ბანაკში გადაყვანას უპირებენ, ნიკო კი მის გადარჩენას ცდილობს.

ფილმი რომ.საინტერესოა, მისი თრეილერიდანაც ჩანს.


გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მალე გამოჩნდება ეკრანებზე.


0
163
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0