x
image
ირინა მ.
ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში
image

შეიხი ხალიფა ალ ნაჰაიანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ მმართველად ითვლება, მისი ოჯახის წევრების ქონება 150 მილიარდ დოლარს შეადგენს. იგი წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობს, აუზებსა და შადრევნებში ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად მინერალური წყალი მოდის, მიუხედავად იმისა, რომ შეიხი იქ არასოდეს მიდის. მონარქს მთელ მსოფლიოში ასეულობით სასახლე და ციხე-სიმაგრე აქვს, ამასთან უმრავლესობის შესახებ არც კი ახსოვს.


image


ცუდი მეხსიერება

არაბეთის გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში.

imageპრეზიდენტის სასახლე ქასრ ალ ვათანი აბუ-დაბიში


imageქასრ ალ ვათანის სასახლის ერთ-ერთი ოთახი


"მაგალითად, მას უძრავი ქონება აქვს ესპანეთში, მაგრამ იგი არამარტო არასოდეს ჩასულა იქ, ზუსტად არც კი იცის, სად მდებარეობს"-ხუმრობს The Observer -ის კორესპონდენტი. ჟურნალისტების თქმით, ეს რეზიდენცია მადრიდიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. იგი 17 წლის წინ არის ნაყიდი და მას 15 ადამიანი ემსახურება. ჟურნალისტების ცნობით, სამზარეულოთი არასოდეს არავის უსარგებლია-ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ქურები, მაცივრები ძველებურად შეფუთულ მდგომარეობაში დგას. კვირაში ერთხელ პერსონალი თეთრეულს თერთმეტივე საძინებელში ცვლის. ამ ვილის მომსახურება წელიწადში 565 ათასი დოლარი ჯდება.

ესპანეთის რეზიდენციის გარდა, მონარქს ასობით ვილა, სასახლე და ციხე-სიმაგრე აქვს მთელს ევროპის ტერიტორიაზე. მხოლოდ ლონდონში მას უძრავი ქონების 140 ობიექტი აქვს.

მინერალური წყლის შადრევნები და აუზები

ყველაზე მდიდრულ რეზიდენციად ითვლება მე-18 საუკუნის ვილა ასკოტ-პლეისი, რომელიც მდებარეობს ლონდონის მახლობლად, უინძორის პარკთან. ის გადაჭიმულია 400 აკრის ტერიტორიაზე. ხალიფამ იგი 1989 წელს შეიძინა მერსედეს ბენცის იმპერიის მემკვიდრისგან, მიკ ფლიკერისგან, 22 მილიონ დოლარად. მეზობლად დედოფალ ელისაბედ მეორის უინძორის სასახლე მდებარეობს.


imageპრეზიდენტის მამული ასკოტ-პლეისი დიდ ბრიტანეთში


შეიხს სურდა მამულისთვის მთელს ტერიტორიაზე მაღალი გალავანი შემოევლო და აეშენებინა კიდევ 2, 5 მილიონი დოლარის ღირებულების 150 ხუთოთახიანი კოტეჯი, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ამის წინააღმდეგი წავიდა და არ მისცა მშენებლობის უფლება. შეიხი მის რემონტზე გადაერთო და პირველ რიგში რეზიდენციაში დააყენა ავზები, რომელიც სპეციალურად ფრანგული ალპებიდან მოტანილი მინერალური წყლისთვის Evian არის განკუთვნილი. ამ წყლით ავსებენ აუზებს და იყენებენ შადრევნებზე.

ეს მამული ასეც არ გახდა არაბეთის ემირატების პრეზიდენტის ლონდონის რეზიდენცია, რადგან "ნამეტანი" პატარა მოეჩვენა. ასე, რომ, ასკოტ-პლეისში შეიხი მხოლოდ ერთხელ გაჩერდა, ისიც მხოლოდ ნახევარი დღით.

სახლი მხოლოდ ღამის გასათევად

პრეზიდენტისთვის ჩვეულ საქმეა, შეიძინოს სახლები მხოლოდ ღამის გასათევად, იგი სასტიკად ვერ იტანს ოტელებს. ერთხელ მან თავის აგენტს სთხოვა ეყიდა სახლი ვაშინგტონის მახლობლად-მმართველი ოფიციალური ვიზიტით აპირებდა აშშ-ში ჩასვლას. ამისთვის 25 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი. მონარქს მხოლოდ ერთი მოთხოვნა ჰქონდა: შენობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სადგომი მიწისქვეშა პარკირებისთვის, რათა თავისი ტყვიაგაუმტარი ავტომობილით შეუმჩნევლად პირდაპირ სახლში მოხვედრილიყო.

დასვენება ხალიფას მხოლოდ ზღვის პირას უყვარს. საფრანგეთის სამხრეთში მას მდიდრული ვილა აქვს, რომელიც 38 მილიონი დოლარი ღირს. პლაჟზე საკუთარი ფუნიკულორით ჩადის. რეზიდენცია აქვს აგრეთვე ფრანგულ ანტიბში და უზარმაზარი სახლი ჟენევის ტბის პირას მაქსო-სიურ-ლემანში.

სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, შეიხს პროდუქტებით და მზა სამზარეულოთი ემირატებიდან ამარაგებენ: კერძო თვითმფრინავით ჩააქვთ სეიშელის კუნძულებზე, სადაც შვიდსართულიანი სასახლე აქვს შეძენილი.

ერთხელ სკანდალიც იყო: რეზიდენციის საკანალიზაციო სისტემა გადაივსო და მიმდებარე წყალსატევები დააბინძურა. ადგილობრივ ხელისუფლებას ემირატებმა 130 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა, რათა თავისი დანაშაული გამოესყიდა.

შეიხს დასვენება არამარტო კურორტებზე, არამედ თავის იახტებზეც უყვარს სპარსეთის ყურეში. ერთ-ერთი ასეთია Azzam, რომლის სიგრძე 180 მეტრია და 615 მილიონი დოლარი ღირს. მას 500 ადამიანი ემსახურება. იახტაზე არის ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, წყალქვეშა ნავები, ავზი კი იმდენ საწვავს იტევს, რომ შეიძლება დედამიწის გარშემო იმოგზაურო და არცერთ პორტში არ შეხვიდე. ამ იახტის მომსახურება შეიხს წელიწადში 60 მილიონი დოლარი უჯდება.

ხალიფა ცდილობს ემირატები ტურისტებისთვის მიმზიდველი გახადოს. მას ყოვეთვის სურდა, რომ სახელმწიფო შენობები და პირადი რეზიდენციებიც განსაკუთრებული, დახვეწილი გემოვნებით ყოფილიყო გამორჩეული. ამისთვის ლუვრიდან საუკეთესო არქიტექტორები დაიქირავა, რაზეც 25 მილიარდი დოლარი დახარჯა. ეს მოიმოქმედა იმის მერე, რაც დასავლეთის მედიამ მამამისის-არაბეთის გაერთიანებული ემირატების პირველი პრეზიდენტის, ზაიდის გემოვნება გააკრიტიკა.

1988 წელს შეიხმა შეიძინა მამული, რომელიც ადრე ჯონ ლენონს ეკუთვნოდა, ჯონ ლენონის შემდეგ კი რინგო სტარს. არაბმა მონარქმა მთლიანად გადააკეთა ბრიტანული სახლი და ოქროთი მოვარაყებულ სასახლედ აქცია.

პრინცი თვითონ ისხავს ყავას

ბოლო ექვსი წელია შეიხი ხალიფა ალ ნაჰაიანი იშვიათად ჩნდება ხალხში-2014 წელს მან ინსულტი გადაიტანა. ამ დროიდან არაბეთის გაერთიანებული ემირატების ფაქტიური მმართველი გახდა მისი ძმა-პრინცი მუჰამედ იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანი.

image

ჟურნალ The New York Times ვერსიით, 59 წლის მილიარდერი უკვე ყველაზე პოპულარულ არაბ მმართველად ითვლება.

გამომცემლობა აღნიშნავს, რომ პრინცი ჯანმრთელი კვების მომხრეა, მისდევს სპორტს და თვითონ ისხავს ყავას". 1981 წელს იგი დაქორწინდა პრინცესა სალამეზე. მათი ქორწილი 44, 5 მილიონი დოლარი დაჯდა. დღესასწაულზე, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, 20 ათასი სტუმარი იყო მიწვეული. ყველა სტუმარი რომ დაებინავებინათ, მუჰამადის ოჯახმა ააშენა სტადიონი, რომელზეც 22 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ახლადდაქორწინებულებმა ყველა სტუმარს ძვირადღირებული საჩუქრები, სასმელები და დელიკატესები გაუგზავნეს. გაუმასპინძლდნენ აგრეთვე აბუ-დაბის უბრალო მოსახლეობასაც.

სტუმრებს ართობდა არაბეთიდან და აფრიკული ქვეყნებიდან მოწვეული ორმოცდაათი ანსამბლი. ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელმაც სპეციალურად ქორწილისთვის დაწერა სიმღერა და თავადვე შეასრულა, გულუხვად დაასაჩუქრეს: მას წითელი მერსედესი აჩუქეს. კერძო აეროპორტი ძლივს იტევდა ათობით კერძო თვითმფრინავს, რომლითაც შეიხები, ემირები, მეფეები და პრინცები ჩამოვიდნენ ქორწილში. პატარძალს საჩუქრები იშვიათი ჯიშის 20 აქლემით მიართვეს, რომლებიც მორთული იყო ძვირფასი ქვებით. წყვილს 9 შვილი შეეძინა: 5 ქალიშვილი და 4 ბიჭი.

ასევე დაგაინტერესებთ:



# ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ.



# როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება


# ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი)


# ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე)


# "კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით




0
798
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
798
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0