აზერბაიჯანი წარმატებით იყენებს სომხური დრონების წინააღმდეგ ბელორუსის წარმოების კომპლექს «Гроза-С»
2020, 4 ნოემბერი, 22:23
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები წარმატებით იყენებენ სომხური დრონების წინააღმდეგ ბელორუსის წარმოების კომპლექს «Гроза-С»-ს. დრონებთან ბრძოლა არაა მარტივი, რადგან ზომების გამო მისი აღმოჩენა ჭირს, ბელორუსმა რამდენიმე წლის წინ განაცხადა აღნიშნულ კომპლექსზე მუშაობაზე და როგორც ჩანს მათ შესძლეს ეფექტური რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალება დრონების წინააღმდეგ. როგორც აზერბაიჯანული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღნიშნავენ ბელორუსის წარმოების კომპლექსი ეფექტურად უმკლავდება სომხურ დრონებს. კომპლექსი გამოირჩევა მობილურობით და დრონების აღმოჩენის მაღალი ეფექტურობით. აღნიშნული კომოლექსი აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაშია 2018- წლიდან. სწორედ ამ კომპლექსით იქნა აღმოჩენილი და გაუვნებელყოფილი სომხური დრონი, რომელიც აზერბაიჯანული დანაყოფების გადაადგილების მარშუტს და პოზიციებს ზვერავდა ტოვუზის რაიონში. აღნიშნულმა კომპლექსებმა ასევე წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანებს ლიბიაში.