სასარგებლო პროდუქტები ცხიმიანი თმა გაწუხებთ? - მიირთვით ეს 5 პროდუქტი და პრობლემა გაქრება 2020, 4 ნოემბერი, 11:20 ცხიმიანი თმა მრავალი ადამიანისათვის დიდი პრობლემაა.ზოგიერთ მათგანს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრება. ცხიმიან თმასთან ბრძოლა შესაძლებელია არა მხოლოდ ყოველდღიური დაბანით, არამედ სწორად შერჩეული საკვებითაც. ცხიმიანი თმის მიზეზი, როგორც წესი, სკალპია, რომელსაც შეუძლია წარმოქმნას ძალიან ბევრი ცხიმი, რომელიც შემდეგ თმის ღეროებზე გადადის. სკალპის მიერ შექმნილი ცხიმის რაოდენობა კი პირდაპირაა დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ. ქვემოთ წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომელიც ცხიმიანი თმის პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ : 1. შვრიის ფაფა. შვრიის ფანტელები შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს თმის ძირების გამაგრებას და ნაკლებად დაცხიმიანებას. 2. ნიგოზი. სასარგებლო ცხიმების მაღალი შემცველობის გამო, ნიგოზი ასევე კარგი საშუალებაა ცხიმიან თმასთან საბრძოლველად. 3. ავოკადო. ვიტამინ ბიოტინის შემცველი ავოკადო დაგეხმარებათ თმის ღერებზე ცხიმის შემცირებაში და ასევე უზრუნველყოფთ მის ბზინვარებას. 4. კარტოფილი. იშვიათია ოჯახი, სადაც კარტოფილი არ იქნება. როგორც აღმოჩნდა, ეს პროდუქტი, სხვა სიკეთეებთან ერთად, თმის ცხიმიანობასაც ამცირებს. 5. გარგარი. გარგარში შემავალი სასარგებლო ცხიმების გამო, ეს ხილი ასევე მოხვდა ცხიმიანი თმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო 5 პროდუქტში. ასევე საინტერესოა: მიირთვით ყოველდღიურად 3 ცალი ფინიკის ჩირი და ნახეთ რა მოხდება თქვენს ორგანიზმში რატომ და როგორ უნდა მიირთვათ ვაშლი?! რა იშვიათი სასარგებლო თვისებები აქვს მას?! როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი? 89 3-ს მოსწონს
|