სხვა დაადგინეს ყველაზე საშინელი ფერი ფერებს შორის - იცი, რომელია?! 2020, 6 ნოემბერი, 19:19 ფერი — ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხარისხობრივ სუბიექტური მახასიათებელია, რომელიც განისაზღვრება ფიზიოლოგიურ, მხედველობით შეგრძნების წარმოშობის საფუძველზე და დამოკიდებულია მთელი რიგ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ფერის აღქმა განისაზღვრება ადამიანის ინდივიდუალურობით, ასევე სპექტრული შემადგენლობით, ფერის და სიკაშკაშის კონტრასტზე მიმდებარე სინათლის წყაროსთან შედარებით, ასევე საგნებზე რომლებიც არ ანათებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მოვლენები, როგორიცაა მეტამერია, განსაკუთრებულად ადამიანის თვალის და ფსიქიკის.
ფერის შეგრძნება წარმოიქმნება ტვინში, ადამიანის ან რომელიმე ცხოველის თვალის ბადურის რეცეპტორების ფერის მგრძნობიარე უჯრედების კოლბების აღზნებით ან დამუხრუჭებით. სრულიად წარმოუდგენელია, სამყარო ფერების გარეშე. ყველა ფერი საჭირო და აუცილებელია. შეიძლება ადამიანს ამოჩემებული ჰქონდეს მისი საყვარელი ფერი ან ფერები, თუმცა ვერ წარმოიდგინოს, თუ რომელი ფერი შეიძლება იყოს ყველაზე საშინელი. არადა, ის არსებობს და მასთან მხოლოდ შემდეგი სიტყვები ასოცირდება: ჭუჭყიანი, საშინელი, მოღუშული და ა, შ. არცერთი სასიამოვნო სიტყვა არ ახასიათებს მას და შესაძლოა ყველას გქონდეთ ამ ფერით რაღაც მაინც... საერთაშორისო პანტონში ყველაზე საშინელ ფერად აღიარებულია კოდით 448C. ის მეტად მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება - "მონაწილეობას იღებს" მოწევასთან დაკავშირებულ რეკლამაში (ანტირეკლამა). ფერი 448 C, რომელიც გარკვეულწილად ნაცრისფერსა და მუქ ყავისფერს შორისაა, საგანგებოდ შეირჩა სააგენტოს GfK მიერ. სამთვიანი კვლევის შემდეგ კი მოხდა დადგენა, თუ რომელია ყველაზე საშინელი ფერი. ავსტრალიის მთავრობამ დაიქირავა სააგენტო, რომელიც დაადგენდა ყველაზე საშინელ ფერს დედამიწაზე, რომელსაც შემდეგ თამბაქოს რეკლამაში გამოიყენებდნენ, რათა ასე მაინც მოეხდინათ მწეველებზე ფსიქოლოგიური გავლენა და მათ მოწევისთვის თავი ამ გზით მაინც დაენებებინათ. დღეს, ავსტრალიაში თამბაქოს კომპანიებს კანონი ავალდებულებს შეფუთვა გამოიყენონ მხოლოდ ამ ფერის კოლოფში. მას სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს - საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ შეიტანეს კანონში ცვლილება, რომელიც ასევე თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს ავალდებულებს შეფუთვაში ამ ფერის გამოყენებას. 120 7-ს მოსწონს
|