x
image
კატაპულტი
ტერორისტული აქტი ვენაში - არიან გარდაცვლილები და დაჭრილები

image
საზარელი ტერორისტული აქტი მოხდა ორშაბათს საღამოს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ნიღბიანმა ადამიანმა სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე მოულოდნელად უმისამართო სროლა დაიწყო. ტერორისტი კბილებამდე იყო შეიარაღებული, მათ შორის, თოფით, პისტოლეტით, მაჩეტეთი და შაჰიდის ქამრით. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერორისტი “ისლამური სახელმწიფოს" წევრი გახლდათ. ამჟამად ის ლიკვიდირებულია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა. თვითმხილველთა განცხადებებით, თავდამსხმელი რამდენიმე იყო. სამართალდამცავების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება და ისინი კიდევ მინიმუმ ერთ თავდასხმელს ეძებენ. ლიკვიდირებული ტერორისტის ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება. თავდამსხმელის გარდა, ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა 4 ადამიანი, 15 მძიმედ დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ამ დრომდე დაუდგენელია, წარმოადგენდა თუ არა ტერორისტების სამიზნეს სინაგოგა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ მომენტისათვის ებრაელთა სამლოცველო დაკეტილი იყო.

ვენაში მომხდარ ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი. მათი განცხადებით, ტერორიზმი მათი საერთო მტერია და ერთად უნდა იბრძოლონ მის წინააღმდეგ.

0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0