კინო ცნობილ ფილმებში კოსტიუმების დიზაინერების მიერ დაშვებული სამარცხვინო შეცდომები 2020, 3 ნოემბერი, 12:43 ზოგიერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იმდენად გითრევს, რომ მაყურებელთა მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ ამჩნევს ამა თუ იმ კადრში გაპარულ არც თუ უმნიშვნელო შეცდომებს. აი, რაც შეეხება ნამდვილ კინომოყვარულებს მათ თვალს შეუმნეველი პრაქტიკულად არაფერი რჩება, მათ შორის არც რეკვიზიტორთა და არც კოსტიუმების დიზაინერთა შეცდომები.მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია კინოში პერსონაჟის კოსტიუმი, რომელიც არა მხოლოდ ეპოქას, არამედ ფილმის საერთო განწყობასა და თავად, გმირების ხასიათსაც კი განსაზღვრავს. როგორც წესი, კოსტიუმებზე არა მხოლოდ დიზაინერების, არამედ ექსპერტების, მეცნიერებისა და კონსულტანტების მთელი ჯგუფი მუშაობს... თუმცა მიუხედავად ამისა, სპეციალისტთა გუნდიც კი ზოგჯერ უპატიებელ შეცდომებს უშვებს. მაშ ასე, გთავაზობთ ჰოლივუდის კოსტუმების დიზაინერთა ყველაზე სამარცხვინო შეცდომებს რომლებიც მათ ცნობილ კინოფილმებში დაუშვეს."წვიმის ქვეშ მომღერალი"საქმე იმაშია, რომ ფილმში მოქმედება 20-იან წლებში ხდება, გმირის კაბა კი, 50-იანი წლების არის."ფავორიტი"ჟოკეის ქუდები პირველად 1956 წელს გამოჩნდა, ფილმის სიუჟეტი კი ბევრად უფრო ადრე, 20-იანი წლებში ვითარდება."ავიატორი"1920-იან წლებში უჩარჩო სათვალე გამოგონილი ჯერ კიდევ არ იყო, ფილმში მოქმედება კი სწორედ ამ პერიოდში ხდება."ქორწილის მომღერალი"ამ შემთხვევაში კი უკვე სტილისტები შეცდნენ: ისეთი ვარცხნილობის ტარება, როგორც ფილმში დრიუ ბერიმორის პერსონაჟს აქვს, ქალებმა მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაიწყეს, ანუ ფილმში მოქმედება 1980 – იან წლებში ვითარდება, ვარცხნილობა კი 1990 – იანი წლების არის."ინფორმატორი""Nike" – ის ბრენდის გოლფის ფეხსაცმლის წარმოება მხოლოდ 6 წლის შემდეგ დაიწყო, რაც ის პირველად ფილმში გამოჩნდა."გლადიატორი"როგორც არ უნდა იყოს, ძველ რომში მოკრივის ტრუსები არავის ეცვა."შინდლერის სია"ფილმში მშვენიერი სქესის პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი იდეალურად სუფთად გამოიყურება: გაპარსული იღლიებით, გაპარსული ფეხებით. 40-იან წლებში, კი მით უმეტეს, საკონცენტრაციო ბანაკში ასეთ მდგომარეობაში ყოფნა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო."ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა"ფილმში მოქმედება 1938 წელს ვითარდება, ნაცისტები კი უკვე სამხედრო ჯილდოებსა და მედლებს ატარებენ, რომლებიც მათ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს გადაეცათ.1350 1-ს მოსწონს |