საქართველო ვიღაცას ისევ შია და ასე შემდეგ... 2020, 2 ნოემბერი, 22:58 გაუმარ-ჯოს, ჯოს, ჯოს, ჯოს... ალბათ, კიდე რამდენჯერ გავიგონებთ, ამ გულიდან ამოხეთქილ სიტყვებს პარლამენტის მიმდებარე ტრიბუნიდან და რამდენჯერ მოგვიწევს ისევ ქუჩაში ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის, რომელიც არ ვიცი რამდენჯერ წაგვართვეს და გამოგვგლიჯეს ხელიდან. რაც დღეს ხდება, არის იმ 30 წლიანი ისტორიის განმეორება, რომელმაც ცხოვრება დაგვინგრია, მოგვისპო მომავალი და უუნაროები გაგვხადა. ხალხი ისევ რაღაცას აპროტესტებს, ვიღაცას ისევ შია და ასე შემდეგ... შევლენ თუ არა პარლამენტში? შევლენ ალბათ და შეგვრცხვება ამის ყველას რომ ვერ შევაჩერეთ, ვერ დავდექით სათანადო სიმაღლეზე, არ გავაკეთეთ მაქსიმუმი. შევლენ აუცილებლად და აი შალვა კი შევა ნათელაშვილი, ასე რომ იბრძვის ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. 70 შეფასება არ არის
|