x
მეტი
  • 08.10.2022
  • სტატია:122846
  • ვიდეო:355160
  • სურათი:495135
როგორ ვერ გაიყვეს საყვარელი სტალინმა და ტუხაჩევსკიმ
image

ბოლშევიკების ლიდერებს შორის ურთიერთობა ყოველთვის გავდა ტერარიუმში გველის ცხოვრებას. ისინი ერთმანეთს ანადგურებდნენ როგორც იდეოლოგიური მოსაზრებების, მტრული დამოკიდებულების და თუნდაც ეჭვიანობის გამო.



სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, მიხეილ ტუხაჩევსკი გახდა სსრკ-ს ერთ-ერთი პირველი მარშალი და გავლენიანი სამხედრო ლიდერი. იმისდა მიუხედავად, რომ მისი წარმოშობა მთლად შესაფერისი არ ჰქონდა - დედა გლეხი იყო, მამა კი დიდგვაროვანი.



ტუხაჩევსკის წითელი არმიის განვითარებაზე საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა და ხშირად ისინი არ ემთხვეოდა არა მხოლოდ ვოროშილოვის, არამედ თავად სტალინის მოსაზრებას.


მაგალითად, ტუხაჩევსკიმ, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური იარაღის, ტანკების და არტილერია მოქმედებაში ნახა, დაჟინებით მოითხოვდა, რომ ქვეყანა კონცენტრირება უნდა მოეხდინა მინიმუმ 50 000 ტანკის წარმოებაზე, შექმნას უნივერსალური მძლავრი ქვემეხი, რომელსაც შეეძლო შეასრულოს ყველა ამოცანა (თვითმფრინავების განადგურებაც) და შექმნას საკუთარი ქიმიური იარაღი.

ვოროშილოვის ყურადღება, სტალინის მსგავსად, სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და მოდერნიზაციისკენ იყო მიმართული.

image

მიუხედავად ამისა, ტუხაჩევსკის ზოგიერთი პროექტი დააფასეს - მაგალითად, რეაქტიული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შექმნა, რომელმაც ქვეყანას სარაკეტო გენიების მთელი თანავარსკვლავედი მისცა, რომელთა შორის იყო სერგეი კოროლევი, პირველი კოსმოსური ხომალდის შემქმნელი.


მარშალმა გეორგი ჟუკოვმა თავის მოგონებებში აღნიშნა, რომ ტუხაჩევსკი, რომელმაც დაამთავრა იუნკერთა კორპუსი, გაცილებით განათლებული და კომპეტენტური იყო, ვიდრე "მწყემსი" ვოროშილოვი.


როგორც ჩანს, ასეთი სპეციალისტის ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მაგრამ ასე არ მოხდა..


1937 წლის 10 მაისს ტუხაჩევსკი მოულოდნელად გაათავისუფლეს თავდაცვის სახალხო კომისრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან და დაინიშნა ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქში. 12 დღის შემდეგ იგი კუიბიშევში(ახლანდელი სამარა) მოულოდნელად დააპატიმრეს, სამი კვირის შემდეგ კი ის სასწრაფოდ დახვრიტეს, ბრალი დასდეს სამხედრო გადატრიალების მომზადებაში. ტუხაჩევსკისთან ერთად სიკვდილით დასაჯეს კიდევ შვიდი საბჭოთა სამხედრო ლიდერი, რომლებსაც ცნობილი თანამდებობები ეკავათ.


რა იყო მიზეზი?

როგორც წესი, ისტორიკოსები ტუხაჩევსკის ამბიციებზე მიანიშნებენ, რომლის შესახებ კრემლმაც იცოდა. ემიგრანტ საზოგადოებაშიც კი, ბევრ სამხედრო პირს იმედი ჰქონდა, რომ მარშალი "აჯობებს" ბოლშევიკებს: შეცვლის ვოროშილოვს და გადატრიალებას მოახდენს.

შესაძლოა, ესპანეთში გენერალ ფრანკოს ამბოხების შემდეგ, სტალინს სამხედრო შეთქმულების შიში ჰქონდა და უბრალოდ მოახდინა პრევენციული დარტყმა.

თუმცა მიზეზი შესაძლოა სულ სხვა რამ ყოფილიყო.

რევოლუციის დასაწყისშივე ბოლშევიკებს ძალიან მოსწონდათ იდეა "სექსი წყლის ჭიქას ჰგავს - მოგინდა დალევა?დალიე". მათ შორის კი განსაკუთრებული მაინც ტუხაჩევსკი გამოირჩეოდა.



მისი სასიყვარულო თავგადასავლების გამო, პირველმა მეუღლემ, მარია იგნატიევამ, რომელიც მეუღლეს თან ახლდა სამოქალაქო ომის დროს, ტუხაჩევსკის შტაბ-ვაგონეტში თავი მოიკლა მანქანაში. მეორე ცოლმა, ლიკამ, რომელთანაც მარშალი ოფიციალურად დაქორწინებული იყო, ქმრისგან მუდმივი ღალატისგან დაიღალა და მიატოვა.


მესამე ცოლი ნინა გრინევიჩიც მწვავედ განიცდიდა ქმრის სექსუალურ თავგადასავალებს.


ბევრი ჭორი და სიმართლე იყო. მარშალს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა იულია კუზმინასთან, ბალტიის ფლოტის კომისრის, ნიკოლაი კუზმინის მეუღლესთან: 1924 წლიდან მარშალს რეალურად ცხოვრობდა ორ ოჯახში.


მეთაურის საყვარლებს შორის ასახელებედნენ სახალხო კომისრის, ლუნაჩარსკის ტყუპ დებს- ტატიანა და ნატალია ჩერნულოზსკიებს, მაქსიმ გორკის ქვრივს, ნადეჟდა პეშკოვას, თეატრალური რეჟისორის ნატალია საცის და თეთრი გვარდიის გენერალურ შურას ნათესავს, ვინმე სკობლინას.


ეს მხოლოდ ის ქალებია, რომელთა შესახებ ცნობილია. კიდევ რამდენი - დროებითი გატაცება იყო, რომელთა სახელები და გვარები საიდუმლოდ დარჩა? მსახიობები, ბალერინები, მოცეკვავეები? დიდგვაროვანი ქალები? მემანქანე-მბეჭდავები, ექთნები? არავინ იცის. მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ვერსია, რომ მათ შორის ერთი ქალი, რის გამოც მარშალი ლუბიანკის სარდაფებში აღმოჩნდა.


ამ ქალბატონს ვერა დავიდოვა ერქვა და იგი ცნობილი გახდა იმით, რომ იყო ულამაზესი ოპერის მომღერალი, დიდი თეატრის სოლისტი, უნიკალური მეცო-სოპრანოს მფლობელი და მისმა შესრულებულმა "კარმენმა" გააოცა მრავალი ოპერის მოყვარული.



მომღერალი არც მალავდა, რომ ის იყო ტუხაჩევსკის საყვარელი. "მისი სხეულის ყოველი ხაზი მამაკაცური სილამაზის განსახიერებად მეჩვენებოდა. მის ყოველ გახსენებაზე, კანკალი მეწყებოდა, სისხლი მიდუღდებოდა ... გული მიცემდა", -ასე აღუწერა მომღერალმა ტუხაჩევსკი მწერალ ლეონარდ გენდლინს, რომელმაც შემდეგ გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით "სტალინის საყვარლის აღსარება ”.

image


მომღერლის მოგონებების თანახმად, ის ტუხაჩევსკის პოლიტექნიკურის კლუბში გამართულ სპექტაკლზე შეხვდა, რომელიც ძერჟინსკის ხსოვნას მიეძღვნა.


ეს საღამო დასრულდა ტუხაჩევსკის აგარაკზე და როდესაც ტუხაჩევსკის ცოლი კისლოვოდსკში სამკურნალოდ გაემგზავრა, იგი მაშინვე დათანხმდა სამხედრო ლიდერის მარტოობა გაექარწყლებინა. დავიდოვას თქმით, ტუხაჩევსკიმ უკვე კარგად იცოდა, რომ მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში სტალინის საყვარელი იყო.



ბელადმა ახალგაზრდა მომღერალს თვალი 1932 წელს დაადგა, როდესაც მან მარიინსკის თეატრში კარმენი იმღერა. სტალინმა მას ყვავილები გაუგზავნა და მთავრობის ლოჯაში მიიწვია და იქვე მოსკოვში გადასვლა შესთავაზა.

image

"სტალინმა წარბების ქვემოდან შემომხედა. ეს იყო მამაკაცის, ცნობისმოყვარე, იმპერიული და შემფასებელი გამომეტყველება. მთელი ცხოვრება მახსოვს ეს მზერა. სტალინმა გონებაში გამხადა და ფრთხილად აწონა დადებითი და უარყოფითი მხარეები", - ასე იხსენებს დავიდოვა გენდლინის წიგნში.

image

დავიდოვა იხსნებს, რომ 19 წლის განმავლობაში იყო ბელადის საყვარელი. სწორედ ამ წლებში გახდა რუსეთის სახალხო არტისტი, სამჯერ მიენიჭა სტალინის პრემია და არც არასდროს არაფერი გასჭირვებია.



მას არავითარი გრძნობები არ გააჩნდა ბელადის მიმართ, ის თამაშობდა სასიყვარულო ლტოლვას... ახალი წლის ღამეს მან კრემლში საღამოზე მიიწვია, გვერდით მოისვა, მოგვიანებით კი მანქანამ მომღერალი სტალინის სასახლეში მიიყვანა, სადაც ყველაფერი მოხდა.


ამ პირობებში ტუხაჩევსკი გახდა მომღერლისთვის გამოსავალი, "სუფთა ჰაერი". რა შედარება იყო 41 წლის სიმპათიური მამაკაცსა და მასზე 15 წლით უფროსს სახედაკენკილ "კრემლის მთიელს"? როგორ შეიძლებოდა სტალინს არ ეეჭვიანა და სიძულვილი არ ჰქონოდა მეტოქის მიმართ?


ერთი პერიოდი სტალინი თავს იკატუნებდა, თითქოს არაფერი ხდებოდა, მაგრამ ერთ დღეს მან პირდაპირ აუკრძალა მომღერალს შეხვედრა ტუხაჩევსკისთან, რომელსაც მან "გამყიდველი" უწოდა.

image

მაგრამ დავიდოვა არ დაემორჩილა ბელადს....


მარშალის დაპატიმრებისა და ნაჩქარევი გამოძიების დროს ის ფინეთში იმყოფებოდა. როდესაც იგი მატარებლით დაბრუნდა მოსკოვში, სტალინის მდივანი მას ლენინგრადის სადგურთან დახვდა. ყვავილების უზარმაზარი თაიგული გადასცა, რა დროსაც სადისტური სიამოვნებით უთხრა დავიდოვას, რომ მის საყვარელი "როგორც მოღალატე" დახვრიტეს. როდესაც მომღერალი გონზე მოვიდა, მას უბრძანეს, რომ მეორე დილით ტირანის აგარაკზე ყოფილიყო.



ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ სტალინმა ტუხაჩევსკი მხოლოდ საყვარლის "შეწერების" გამო მოიშორა, უფრო სწორი იქნებოდა ვთქვათ, რომ ამ მოვლენებმა დააჩქარა პროცესი-ტუხაჩევსკი იმ წლებში ძალიან პოპულარული, მომხიბვლელი და ძალიან განათლებული მამაკაცი იყო.სტალინმა ერთი დარტყმით რამდენიმე ფიგურა მოიშორა- ტუხაჩევსკისთან ერთად დახვრიტილების უმეტესობა ტროცკის უახლოესი გარემოცვა იყო.



რაც შეეხება ვერა დავიდოვას-იგი მეორე მსოფლიო ომის დროს თბილისში გადმოვიდა, 1941-1943 წლებში მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 1959 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი;1964 წლიდან პროფესორი, გარდაიცვალა 1993 წელს 86 წლის ასაკში, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.




0
1914
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1914
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0