x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135764
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510155
საუკეთესო პიცის ცომი
ჩემს სანაცნობოში ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი ვისაც პიცა არ უყვარს, ამიტომ ხშირად მიწევს მისი მომზადება.

ბევრი ძებნის შედეგად მივაგენი საუკეთესო პიცის ცომის რეცეფტს რომლის მეშვეობითაც პიცა გამოდის უგემრიელესი.

ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები;

1)300 მლ წყალი


2)1/2 ჩაის კოვზი საფუარი

3)1 ჩაის კოვზი თაფლი

4)1/2 ჩაის კოვზი მარილი

5)420 გრამი ფქვილი ანუ -(3 1/3)ჭიქა

მომზადება

თბილ წყალში ვხსნით საფუარს, მარილს, თაფლს, და შემდგომ ვამატებთ ფქვილს ვზელთ 10 წუთის მანძილზე, როდესაც მოვრჩებით მოზელას, ხელზე ვისვამთ ზეთს და კვლავ ვაგრძელებთ ზელას 5 წუთის მანძილზე, როდესაც დავასრულებთ, ცომი გადაგვაქვს პარკში, გნებავთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში და ვტოვებთ მაცივარში მეორე დღემდე, მეორე დღეს ცომი უკვე მზადაა შეგიძლიათ გამოიღოთ და გააწყოთ თქვენი სურვილისამებრ.გემრიელად მიირთვით.image

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ელისო ლელაძე
ელისო ლელაძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0