x
image
თორნიკე55
არჩევნები გინდოდათ?

ჯიგარი
არჩევნები დამთავრებულია, ყველა თავის ციფრებს აქვეყნებს, ელოდებიან რომ ვიღაც გამოვა და იტყვის, ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ასე არაა, რატომ? რა გვიშლის ხელს? ან ვინ?

პრობლემაც იმაშია, რომ ჩვენ თვითონ არ გვჯერა რასაც ვაკეთებთ, პასუხისმგებლობა არ გვაქ ჩვენ ქვეყანაზე და შედეგებიც ისეთია ხოლმე, როგორც ფიქსირდება ყოველ არჩევნებზე.

ჩვენთან ხომ არჩევნებს არ ენდობიან და საერთოდაც ჩვენ არავის ვენდობით, გარდა ერთისა, ტყუილი რომელიც ერთადერთია რაც გვაიმედებს და ვინც უფრო მეტად გვატყუებს, იმასაც უფრო მეტად ვენდობით

არჩევნები გაყალბდა თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია რა მოხდება დღეს, ხვალ, ზეგ და შეძლებს კი არჩევნებით მოსული ხელისუფლება ხალხის იმედების გამართლებას.

0
349
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0