შოუბიზნესი ნახეთ, რა ეშმაკობებს მიმართავენ ვარსკვლავები, ეფექტურად რომ გამოიყურებოდნენ 2020, 31 ოქტომბერი, 12:56 ცნობილი ქალბატონების ლამაზი და სრულყოფილი სხეულის ფორმები ყოველთვის დამქანცველი ვარჯიშისა და მოსაბეზრებელი დიეტის შედეგი როდია. რიგითი მოკვდავების მსგავსად ზოგჯერ სელებრითებიც პატარა ეშმაკობებს მიმართავენ, რომელთა წყალობითაც საკუთარი სხეულის ნაკლოვანებებს ეფექტურად მალავენ. სწორედ ერთ - ერთ ასეთ კლასიკურ მაგალითს მაკორექტირებელი საცვალი წარმოადგენს, რომელსაც თითქმის ყველა ქალი უკლებლივ იყენებს. კიდევ რა ხრიკებს მიმართავენ ცნობილი სელებრითები, იმისთვის რომ ყოველთვის მომხიბვლელად და იდელურად გამოიყურებოდნენ ამას უკვე სტატიიდან შეიტყობთ.კიმ კარდაშიანიმოშიშვლებულ კაბებში კიმის მკვრივი მკერდის საიდუმლო - არც მეტი, არც ნაკლები წებოვანი ლენტია. "დიახ, ამ ლენტის მოცილება კანიდან ძალიან მტკივნეულია - აღიარებს ვარსკვლავი, თუმცა მკერდის დემონსტრირების უფრო ეფექტური მეთოდი ცივილიზაციას ჯერ არ მოუგონია."ჯენიფერ გარნერიჯენი სამოსის ქვეშ მაკორექტირებელ საცვალს პრაქტიკულად ყოველდღე ატარებს.ჯენიფერ ლოპესიჯენიფერ გარნერის მსგავსად, ვერც ამ სექსუალურ პუერტო – რიკოელ მომღერალს ნახავთ ამ "ავადსახსენებელი" მაკორექტირებელი თეთრეულის გარეშე.ქეით ჰოლმსიტომ კრუზის ყოფილ მეუღლეს, ერთი შეხედვით, თითქოს იდეალური სხეული აქვს, თუმცა ასეთ შორტებს ისიც გამუდმებით ატარებს.აზია არჯენტო
|