საზოგადოებრივი "წაუსვით ნიორი ქსოვილზე და აყნოსინეთ"-მარტივი ტესტი კორონავირუსზე 2020, 31 ოქტომბერი, 10:32 "თუ თქვენ სკოლაში მასწავლებელი ხართ ან საწარმოში პასუხიმგებელი პირი და გევალებათ თერომოსკრინინგი, წაუსვით ქსოვილს ნიორი და ჰკითხეთ ყველას ყოველ დილით, ვისაც სიცხე დაუფიქსირდება, რისი სუნი აქვს? თუ მან სუნი იგრძნო, მადლობა ღმერთს, ბანალური რესპირატიული გაციებაა, გააგრძელოს სწავლა ან მუშაობა და თუ არა, გააბრუნეთ სახლში."-ამბობს დოქტორი ევგენი კომაროვსკი. ”ვირუსი, პირობითად რომ ვთქვათ, აზიანებს ნეირონებს, ანუ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც აღიქვამენ გემოსა და სუნს. მაგრამ არა თავად ნეირონებს, არამედ განსაკუთებულ უჯრედებს, რომლებიც მხარს უჭერენ მათ არსებობას. ჰოოდა სწორედ ნეირონების "დამხმარეებში" იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით ფერმენტს და გზას უხსნის ვირუსს ”, - განმარტავს ექიმი კომაროვსკი. "ამიტომ, სწორედ ეს სიმპტომი შეიძლება ჩაითვალოს კორონავირუსის დიაგნოსტიკად, ანუ ტესტი” რის სუნი აქვს? ” ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი თერმოსკრინინგი. კომაროვსკიმ აღნიშნა, რომ სუნი მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში აღდგება. "სამწუხაროდ, ადამიანი გავლენას ვერ მოახდინეს ამ პროცესზე. ასე რომ, არანაირი ლოსიონი, ტაბლეტები, ბალახეული და სხვა ვერაფერი უშველის, რომ უფრო სწრაფად დაგიბრუნდეთ ყნოსვის და გემოს შეგრძნება. ” 16559 5-ს მოსწონს
|