ბიოგრაფია ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი) 2020, 30 ოქტომბერი, 10:58 მე-20 საუკუნის ერთ-ერთი პოპულარული ქალი, ლამაზმანი ჟაკლინ ბუვიე–მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ გათხოვილი იყო ძლევამოსილ მამაკაცებზე-პრეზიდენტ კენედიზე და ბერძენ მილიარდერ ონასისზე, გულებს არა მამაკაცებს, არამედ ქალებს უტეხდა. იგი ის კერპი იყო, ვისგანაც მოდა იწყებოდა და ვისგანაც სტილს კოპირებდნენ. მისი ყველაზე ძვირადღირებული ფოტო პაპარაცის მიერ არის გადაღებული, რომელზეც ონასისის საკუთარ კუნძულზე, სრულიად შიშველი ჯეკია აღბეჭდილი. ჯეკი კენედის კიდევ ერთი პარადოქსი: მის გარშემო ყოველთვის ბობოქრობდა ვნებები, პოლიტიკა და ელიტური ცხოვრება, მაგრამ იგი ყოველთვის ცივ ვარსკვლავად რჩებოდა, მისი აზრები ყოველთვის რაციონალური იყო, ინტერესები კი მიწიერი. ჯეკი კენედის იოლად შეეძლო ერთ შოპინგში ნახევარი მილიონი დოლარი დაეხარჯა. მისი გარდაცვალების შემდეგ გარდერობის აუარებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სრულიად ახალი, ჩაუცმელი დარჩა. ჯეკი საზაფხულო ფეხსაცმელს ყოველთვის კუნძულ კაპრიზე, ერთ-ერთი მხატვრის სახელოსნოში უკვეთავდა. მის დრესინგში, იახტაზე "კრისტინა", ყოველთვის იყო თეთრი, საგულდაგულოდ გაუთოვებული შარვლები და შავი ფერის მაისურები. Gucci-ის ტილოსა და მოყავისფრო-მოყვითალო ფერის ტყავის ჩანთას, რომელიც მისთვის დაამზადებინეს რომში, შემდგომში ჟაკლინის სახელი ეწოდა. იმდენად, რამდენადაც მას ძალიან შორი-შორს ჰქონდა თვალები განლაგებული, უკვეთავდა Nina Ricc-ის სათვალეს ("муха") მრგვალ ჩარჩოში, რომელიც მწერის თვალებს მოგვაგონებს პანორამული ხედვით. ჯეკი ვერ იტანდა მოკლე კაბებს და დეკოლტეს, მაგრამ თუ ახალგაზრდობაში თავს უფლებას აძლევდა მინი კაბები ჩაეცვა, როცა ონასისს გაჰყვა ცოლად, მისი სტილი გახდა Covered up -უბრალო დახურული სამოსი. ჯეკის სილუეტი, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთში მოგზაურობდა-ეს არის ნერვული, თითქმის ასკეტური ელეგანტურობა შერწყმული მაგნატების ფუფუნებასთან და 70-იანი წლების ქალიშვილებთან, რომელთათვისაც ჯეკი მათი მუზა იყო. პურიტანულმა ამერიკამ ჟაკლინ კენედის არ აპატია არისტოტელე ონასისთან ქორწინება, რადგანაც ჯონ კენედის მკვლელობიდან სულ რაღაც 5 წელი იყო გასული. მწერალმა ტრუმენ კაპოტემ მას სახალხოდ უწოდა "ამერიკელი გეიშა", მაგრამ ჯეკისთვის როგორც ჩანს ეს სულერთი იყო. ჟაკლინი მხოლოდ თავის თავით იყო დაკავებული. თავის სტილს იგი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ იცვლიდა. უმანკო უნივერსიტეტის გოგონას სტილი დამთავრდა ჯეკის გადასვლით თეთრ სახლში. და ცოტა მოგვიანებით, მოდელიერმა ოლეგ კასინიმ, შექმნა მისთვის 60-იანების სილუეტი, რომლითაც ჟაკლინი სტილის ხატად აქცია. პირველი ლედის გარდერობში გაჩნდა კაბა-ტრაპეციები სახელოების გარეშე, ტუნიკები, ბალეტკები, შლაპა-ტაბლეტები, მარგალიტის კოლიე, შალის პალტოები, კოსტიუმები, მათ შორის, ის საბედისწერო "შანელის" ვარდისფერი ბუკლეს კოსტიუმი, რომელივ ჯონ კენედის მკვლელობის დღეს ეცვა 1963 წელს. მაშინ, 22 ნოემბერს, დალასში წვიმდა და საშინელი ქარი იყო. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ კენედების წყვილს დახურული ლიმუზინით უნდა გაევლო დალასის ქუჩებში–არავითარი ტრიუმფალური სვლა, როგორც იგეგმებოდა, არ გამოვიდოდა. მაგრამ როგორც კი პრეზიდენტის თვითმფრინავი დაეშვა, წვიმა მაშინვე შეწყდა და მზემ გამოანათა. ჟაკლინი იღიმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის წინ ახალშობილი შვილი დაკრძალა. იქნებ მას სჯეროდა, რომ მის ცხოვრებაში მეტი უბედურება აღარ განმეორდებოდა... ერთი წლით ადრე მერლინ მონრო გარდაიცვალა. ყველამ, რა თქმა უნდა ჯაკლინმაც, იცოდა, რომ მონრო შეყვარებული იყო ჯონ კენედიზე. ყველაზე ცნობილ, მაგრამ არა ყველაზე ჭკვიან, ამერიკის ქერა ლამაზმანს აკვიატებული ჰქონდა აზრი, რომ კენედი გაეყრებოდა ჯეკის და მასზე დაქორწინდებოდა. ჟაკლინს მხოლოდ ეცინებოდა, ესმოდა რა, რომ ჭორები კენედისა და კინოვარსკვლავის რომანის შესახებ, პრეზიდენტის რენომეზე მუშაობდა (სხვა ეპოქა იყო!). მას მხოლოდ მონროს ექსცენტრიულობა აფიქრებდა. მერლინი კი მართლა ჭკუიდან გადავიდა, როცა გააცნობიერა რკინა-ბეტონის ფაქტი: ჯეკის, მის საყვარელ მისტერ პრეზიდენტის ცხოვრებაში, ბევრად მეტი ადგილი ეკავა, ვიდრე ყველა ერთად აღებულ საყვარელს. დამწუხრებულმა მონრომ პირდაპირ თეთრ სახლში დარეკა და ჯეკის მოუყვა, რომ მის ქმარს ხვდებოდა. "OK, –ჯეკი აუღელვებელი იყო, თითქოს სულით ავადმყოფს ესაუბრებოდა–თქვენ გადმოხვალთ თეთრ სახლში, გახდებით პირველი ლედი და თქვენს თავზე აიღებთ მთელს პასუხისმგებლობას". და მერილინი მიხვდა, რომ სწორდ ჯეკი, და არა ჯონი იყო ყველა მისი იმედების მკვლელი. მისთვის ყველაფერი დასრულებული იყო.
იხილეთ ასევე:# ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე) # იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი ქალბატონი და რაშია მისი, როგორც "ხატის სტილის", საიდუმლო # მსოფლიოში ყველაზე მდიდარ პრეზიდენტს არ ახსოვს რამდენი სასახლე აქვს # "კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით # ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული # ბერლინში აღმოჩენილ კონტრაქტზე (ჰიტლერსა და სატანას შორის), ჰიტლერის ავტოგრაფი ნამდვილია და სისხლის ჯგუფიც ემთხვევა 1061 4-ს მოსწონს
|