ქალი და მამაკაცი "თეონას ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის" - თეონა კონტრიძის ქალიშვილი მამამ 12 წლის შემდეგ ნახა 2020, 28 ოქტომბერი, 19:04 რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე ბოლო დროს ხშირადაა სკანდალების ეპიცენტრში. მომღერალს ქართველები ჯერ კიდევ პანდემიის დროს გაუნაწყენდნენ, როდესაც თეონამ ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს მთავრობას თბილისში მისი დაბრუნება მოსთხოვა. სკანდალი მოჰყვა თეონა კონტრიძისა და ბალერონ ნიკოლ ცისკარიძის მეგობრულ ნომერს, როდესაც ერთად ცეკვა სცადეს. მიუხედავად მთელი რიგი სკანდალებისა, თეონას გაცილებით საინტერესო პირადი ცხოვრება აქვს, ვიდრე ცისკარიძესთან ცეკვა თუ პანდემიის დროს სამშობლოში დაბრუნების სურვილია. მომღერალს ორი შვილი ჰყავს, უფროსი ქალიშვილი რედი მარია, რომელსაც ეს სახელი გარდაცვლილი დედის პატივსაცემად დაარქვა და ვაჟი გიორგი, ბავშვს მოფერებით გოგის ეძახიან. მომღერალს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს და როგორც თეონა რუსულ ტაბლოიდებთან ინტერვიუებში აღნიშნავს, სწორედ ამის გამო, შვილებს მხოლოდ ღამით ხედავს. კონტრიძემ რუსულ ბაზარზე მოღვაწეობა 1994 წლიდან დაიწყო. თავიდან უცხო ქვეყანაში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, თუმცა კლუბებში სიმღერის პარალელურად განსხვავებული იმიჯითა და სიმღერის სტილით ერთგული მსმენელები მალე შემოიკრიბა. თეონას პირველი დიდი სიყვარული რუსეთში წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსული პროექტის "ვარსკვლავების ფაბრიკის" წევრ იური ტიტოვთან რომანი კრახით დასრულდა. წყვილი 2004 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა ასაკით უფროსი თეონა ტიტოვმა ორსული მიატოვა და სხვა ქალთან გაიქცა. თეონამ პირველი შვილი უმამოდ გააჩინა. მაშინ უკვე იცნობდა მომავალ ქმარს ნიკოლაი კლოპოვს, რომელსაც პირველად 2003 წელს ერთ-ერთ კლუბში შეხვდა. თეონამ და ნიკოლაშამ (როგორც თავად ეძახის ქმარს) 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იქორწინეს. სწორედ ომის დღეებში, როდესაც რუსეთსა და საქართველოში შორის "აგვისტოს ომით" ცნობილი უმძიმესი დღეები იდგა. თეონასა და ნიკოლაშას საერთო ვაჟი ჰყავთ, მათთან ერთად ცხოვრობს მომღერლის ქალიშვილი, რომელიც სწორედ ტიტოვისგან შეეძინა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუსულ არხზე გადაცემა გავიდა, სადაც წამყვანებმა აღნიშნეს, რომ იური ტიტოვს, ქალიშვილი, რომელიც თეონასთან შეეძინა, 12 წლის განმავლობაში არ უნახავს. გადაცემაში ისიც თქვეს, რომ თეონა კონტრიძე შვილს შეგნებულად არ ანახებდა ტიტოვს... განაგრძეთ კითხვა <<< 1794 3-ს მოსწონს
|