სიახლეები რა უნიკალური თვისებები ახასიათებს ყვავილოვან კომბოსტოს და რატომაა მისი მირთმევა აუცილებელი? 2020, 26 ოქტომბერი, 19:55 როდესაც ყვავილოვან კომბოსტოზე მიდგება საუბარი, ადამიანების მოსაზრება ორ ნაწილად იყოფა. ზოგისტვის იგი იმ გამორჩეულ პროდუქტთა სიაში შედის, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ ყოველდღე და აღბრთოვანებულები არიან მისი გამორჩეული გემოთი. ხოლო, საზოგადოების მეორე ნაწილი მასში მხოლოდ ცუდი სუნისა და გემოს მქონე კომბოსტოს ხედავს, რომელიც არანაირი გემოვნური თვისებებით არ გამოირჩევა სხვა, ნებისმიერი სახის კომბოსტოსაგან. ![]() ![]() ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ცილებს, მინერალურ მარილებსა და ნახშირწყლებს, მდიდარია პექტინებითა და ვიტამინებით, ნიკოტინის, მათ შორის ლიმონის, პანტოთენის, ვაშლის, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავებით, თიამინით, პირიდოქსინით, რიბოფლავინით, რეტინოლითა და ბიოტინით, გაჯერებულია ფოსფორით, კალიუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით. ყვავილოვან კომბოსტოში, თეთრთავა კომბოსტოსგან განსხვავებით, C ვიტამინი სამჯერ მეტია, მასში რკინა ბევრად მეტია, ვიდრე წიწაკაში, სალათის ფურცლებში, ბადრიჯანსა და ყაბაყში. საკვებად გამოიყენება მისი ფოთლებიც. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ენზიმები, რომლებსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოძევებას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს. ![]() ![]() ყვავილოვან კომბოსტოს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესთა მოსაწესრიგებლად, არამედ კანის დაავადებათა სამკურნალოდაც. ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარულად მიღება მინიმუმამდე ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მისი წვენი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტის, ბრონქიტის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ. ![]() 358 1-ს მოსწონს
|