კაბები ვარსკვლავების წარუმატებელი არჩევანი - ცუდი დეკოლტე 2020, 26 ოქტომბერი, 16:34 წარმოგიდგენთ 4 ცნობილ ადამიანს, რომლებმაც არასწორად აარჩიეს ჩაცმულობა და მათი დეკოლტე არც თუ ისე ლამაზია.
ანჯელინა ჯოლიმ "მალეფისენტეს" პრემიერაზე ძალიან ლამაზი კაბა აარჩია. თუმცა კაბის ზედა მხარე, არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. კაბის ზედა ნაწილი ანჯელინას მკერდთან შეუსაბამო იყო და როგორც ბლოგერები წერდნენ, დეკოლტე ცალკე მოძრაობდა. კიმ კარდაშიანს უყვარს ორიგინალური ჭრილები და ღრმა დეკოლტეები. და ზოგჯერ ძალიან ლამაზადაც გამოიყურება მათში. მაგრამ ეს კაბა ნახევარწრიული ჭრილით, რომელიც იმდენად განიერია, რომ თითქმის მთლიანად ხსნის მკერდს, აშკარად არ ამშვენებს მას. ნიკი მინაჟმა არამარტო მჭიდრო ტყავის კორსეტი აარჩია, არამედ ისე მოათავსა მასში მკერდი, რომ ოდნავი მოძრაობით შეიძლება ამოვარდეს. როგორც ჩანს, ამ ღონისძიებაზე მომღერალს მოუწია მშვიდად ჯდომა, რათა პაპარაცები მისი შიშველი მკერდის გადაღებით არ გახარებულიყვნენ. ლინდსი პელასს ბრწყინვალე მკერდი აქვს. მაგრამ აშკარად არ მოეპოვება გარდერობში შესაბამისი ტანსაცმელი. სხვა შემთხვევაში არ ჩაიცვამდა კაბას, რომელიც მის მკერდ ასე დააბრტყელებდა. 201 შეფასება არ არის
|