ქალი და მამაკაცი ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ 2020, 26 ოქტომბერი, 16:14 ქართველ პოლიტიკოსთა ცოლები საზოგადოების ინტერესის სფეროში განსაკუთრებით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოექცნენ. მანამდე თუ საზოგადოება მხოლოდ ნანული შევარდნაძეს იცნობდა, მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, მედიაში გამოჩნდნენ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც გულახდილად ყვებოდნენ მეუღლის გაცნობის ისტორიასა და ოჯახურ ცხოვრებაზე. თუმცა იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობის" რეიტინგის დაკარგვასა და დამარცხებაში წვლილი ნაწილობრივ მაღალჩინოსნების ცოლებსაც მიუძღოდათ. გავიხსენოთ ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ. ლელა კილაძე და გიგი უგულავა თბილისის იმჟამინდელი მეოჯახე მერი ხშირად ჩნდებოდა ხოლმე ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად საზოგადოებაში. ჭორს, რომ გიგი უგულავა ცოლს გაშორდა და მისი ახალი სიყვარული ვიზაჟისტი ლელა კილაძე იყო, საზოგადოება კარგა ხანს არ იჯერებდა. თუმცა საბოლოოდ, გიგიმ საყვარელ ქალზე იქორწინა, თუმცა სკანდალები ამით არ დამთავრებულა. ლელა მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, ხშირად იწერებოდა მის ძვირადღირებულ გარდერობზე, ამბობდნენ, რომ დაქალების დიდი ნაწილი მერიაში დაასაქმა. ყველაზე დიდი სკანდალი კი ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის ფარულ რომანს მოყვა, რომელიც მოგვიანებით გიგი უგულავასთან დაშორებითა და რჩეულიშვილზე დაქორწინებით დასრულდა. თაკო სალაყაია და ვანო მერაბიშვილი არა მხოლოდ სააკაშვილის მიერ "ქვეყნის ხერხემლად" მოხსენიებული ვანო მერაბიშვილის, არამედ მთელი ხელისუფლების იმიჯი, სერიოზულად შეარყია მისმა მეუღლემ თაკო სალაყაიამ. სწორედ ის აღმოჩნდა ვანო მერაბიშვილის კარიერის დასრულებისა და ციხეში მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზიც. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, "ვარდების ხელისუფლების" ყველაზე დიდი შავი ლაქაა. საბედისწერო გამოდგა სუფრა შარდენზე, სადაც თაკო სალაყაია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა... სწორედ იქ მომხდარ გაუგებრობას შეეწირა სანდრო გირგვლიანი. თაკო სალაყაია მას შემდეგ საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, მხოლოდ სასამართლო პროცესებზე, მოწმის სახით ვხედავდით. მართალია, ხშირად გავრცელდა ჭორი მათი დაშორების შესახებ, თუმცა ამ ტრაგედიის შემდეგ მერაბიშვილ-სალაყაიას წყვილს კიდევ ერთი შვილი შეეძინათ და ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ. თამარა ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია მეუღლის გამონათქვამების გამო ხშირად სთხოვდნენ გიგა ბოკერიას განმარტების გაკეთებას. ეპატაჟური თამარ ჩერგოლეიშვილი ყოველთვის გულახდილად აკრიტიკებდა მეუღლის პარტიის წევრსაც კი და ამის გამო, ხშირად ეხვეოდა სკანდალში. ამჟამად ფოთში გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს და მისი მონაწილეობით ვიდეოები ხშირად როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის განხილვის საგანი ხდება. თამარა არც ახლა ერიდება სკანდალურ განცხადებებსა და მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას... ანუკი არეშიძე და კახი კალაძე ანუკი არეშიძე როდესაც წარმატებულ ფეხბურთელ კახი კალაძეს ცოლად მიყვებოდა ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი მეუღლე სპორტიდან ჯერ ბიზნესში, შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლებდა. ამის გამო, კი წლების წინ ჩაწერილ ინტერვიუებზეც კი განმარტების გაკეთება მოუწევდა. ანუკის აკრიტიკებდნენ რუსულის არცოდნის გამო, იმის გამოც, რომ ნაძვისხე ერთდოლარიანებით მორთო. კალაძე-არეშიძის წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია და "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტები ხშირად ხდება საზოგადოების გაღიზიანებისა და კრიტიკის მიზეზი. ბოლოს, მის მიერ გამოქვეყნებულმა "ოცნების" მანქანის ფოტომ კი მისი მეუღლე კიდევ ერთ სკანდალში გახვია. ნუნუკა თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ ბიძინა ივანიშვილიც კი ღიად ყვებოდა. მილიარდერი ტრიბუნიდან ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ გვეუბნებოდა, რომ საქართველოს პირველი ლედი სწორედ მისი მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი გახლდათ. თუმცა, როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, სწორედ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავების დასაქმება აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პირველი უკმაყოფილების მიზეზი... განაგრძეთ კითხვა <<< 2193 1-ს მოსწონს
|