შოუბიზნესი ჰოლივუდის 6 ვარსკვლავი, რომელთა მშობლებიც არატრადიციული სექსულური ორიენტაციის იყვნენ 2020, 23 ოქტომბერი, 16:49 ჰომოსექსუალობა საზოგადოების მხრიდან ყოველთვის საკმაოდ მწვავედ განიხილებოდა, და ეს დღემდე ასეა, ხოლო როდესაც არატრადიციული ორიენტაცია უკვე ცნობილ ადამიანებს ეხება, ეს კრიტიკა კიდევ უფრო მძაფრდება და დაუნდობელი ხდება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მსოფლიოს ზოგიერთი ცნობილი ვარსკვლავი ერთსქესიანთა ქორწინებაში ან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მშობლის მიერ აღიზარდა.რობერტ დენიროროგორც კი რობერტს სამი წელი შეუსრულდა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, მიზეზი კი რობერტ დე ნირო უფროსის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია გახლდათ, თუმცა ამ ფაქტს რობერტის მამისთვის ხელი არ შეუშლია შვილის აღზრდაში აქტიურად ყოფილიყო ჩართული. მსახიობის მამა, ცნობილი ამერიკელი მოქანდაკე და მხატვარი რობერტ მარიო დე ნირო 1993 წელს გარდაიცვალა, 2014 წელს კი ლეგენდარულმა მსახიობმა "დამოუკიდებელი კინემატოგრაფის" ფესტივალზე მამის, რობერტ დე ნირო უფროსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საზოგადოებას დოკუმენტური ფილმი წარუდგინა.ჯოდი ფოსტერიჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯოდი ფოსტერის მამამ ფეხმძიმე ცოლი ისე მიატოვა და საცხოვრებლად სხვა ქალთან ისე გადავიდა, რომ ბევრი არც უფიქრია, თუმცა არც მომავალი ვარსკვლავის დედას უგლოვია ქმრის წასვლა დიდხანს და ნუგეში თავისივე საუკეთესო დაქალის მკლავებში ჰპოვა. თითქმის იგივე ისტორია გადახდა თავს კინოვარსკვლავსაც. რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ, ჯოდიმ მეუღლე მიატოვა და საკუთარი ცხოვრება საკუთესო მეგობარს ალექსანდრა ჰედისონს დაუკავშირა.რენე რუსოამერიკელი კინოვარსკვლავი და ცნობილი მოდელი რენე რუსო ერთსქესიანთა წყვილის მიერ 2 წლის ასაკიდან იზრდებოდა. იმ პერიოდისთვის მსახიობის დედა პარტნიორ ქალთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით ერთ - ერთ ინტერვიუში რენემ განაცხადა, რომ მშობლების ორიენტაციის მიუხედავად მას ძალიან გაუმართლა რადგან მზრუნველ და მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა.ლაიზა მინელიექსცენტრული და მომაჯადოებელი ლაიზა შემოქმედებით ოჯახში გაიზარდა: მამა - ვინსენტ მინელი წარმატებული რეჟისორი, დედა კი - ჰოლივუდის ლეგენდა ჯუდი გარლანდი გახლდათ, როდესაც მსახიობი 2 წლის გახდა, ვინსენტ მინელი მიხვდა - მას მამაკაცები იზიდავდა, ამიტომ ოჯახი მიატოვა, თუმცა ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე საკუთარ ცოლ - შვილს ყურადღებას არ აკლებდა და მათ ყველანაირად მხარში ედგა.50 ცენტიცნობილ ამერიკელ რეპერს - კერტის ჯექსონს მამა პრაქტიკულად არ ახოვს, რადგან ის ოჯახიდან მაშინ წავიდა, როდესაც კერტისი 2 წლისაც იყო. წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ რეპერის დედამ, საბრინა ჯექსონმა რომელიც ლესბოსელი გახლდათ საკუთარი ცხოვრება ამჯერად, თავისივე სქესის წარმომადგენელს დაუკავშირა, ხოლო მას შემდეგ რაც ის დაუნდობლად სიცოცხლეს გამოასალმეს, 8 წლის კერტისი საცხოვრებლად ბებია - ბაბუასთან გადავიდა.ემი ადამსიემის მშობლები ჯერ კიდევ მაშინ განქორწინდნენ როდესაც ის 11 წლის იყო, მსახიობის დედა განქორწინებას იმდენად მტკივნეულად განიცდიდა, რომ ქალიშვილიც კი მიატოვა და საცხოვრებლად მეგობარ ქალთან გადავიდა, თუმცა დღესდღეობით დედა-შვილს ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა აქვს.741 1-ს მოსწონს |