x
image
ირინა მ.
გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.
image

ყველა დასახლებული პუნქტი თავისებურად განუმეორებელია. თუმცა არსებობს ისეთებიც, რომელიც შეუძლებელია აგერიოს სხვა დასახლებაში. ასეთი ქალაქები და სოფლები არ საჭიროებს ღირშესანიშნაობებს-ისინი თვითონ არის შესანიშნავი სატყუარა ტურისტებისთვის.


1. რუსეთის ალმასების დედაქალაქი "მირ"


image


გიგანტური ხვრელი, რომელიც მდებარეობს ქალაქ "მირნი"-სთან (იაკუტია), ერთი შეხედვით მეტეორიტის კრატერს ჰგავს. სინამდვილეში ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ალმასის კარიერი-"მირ". იაკუტიის ამ მხარეში ალმასების საბადო აღმოჩენილ იქნა 1955 წელს, რის შემდეგაც დაარსდა დასახლება "მირნი". ორი წლის შემდეგ დაიწყეს ალმასების მოპოვება, კიდევ ორი წლის შემდეგ კი დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი. ალმასის მადანის მოპოვება ღია წესით გრძელდებოდა 40-ზე მეტი წლის განმავლობაში, 2001 წელს კი კარიერი დაიხურა და ახლა ალმასებს მოიპოვებენ მხოლოდ მიწისქვეშა საბადოში. კარიერის ზომები შთამბეჭდავია- სიღრმე 525 მეტრს აღწევს, ხოლო დიამეტრი- 1, 2 კმ., იგი კოსმოსიდანაც კი ჩანს. კარიერის თავზე ვერტმფრენების მოძრაობა აკრძალულია.

2. ევროპა უფსკრულის პირას.


image


ესპანური ქალაქი რონდა გაშენებულია პიდაპირ უფსკრულის პირას, ორი კლდის თავზე, რომელიც ერთმანეთს ხიდით უკავშირდება. ხიდი დაახლოებით 200 წლის წინ არის აშენებული. ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ალბათ მოეწონებათ მინა დე რონდა- 365 საფეხურიანი ციცაბო კიბე, რომელიც ხეობის ძირიდან ადის კასა-დელ-რეი მოროს სასახლემდე.


image


3. 40 000 მომლოცველი უდაბნოში



image

კარვების ქალაქს მინას უდაბნოში ვერ უწოდებ ქალაქს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თუმცა ზომების მიხედვით იგი ბევრ დასახლებულ პუნქტებს აჭარბებს. ალბათ ეს მხოლოდ საუდის არაბეთში არის შესაძლებელი-აქ გაჩნდა ქალაქი, რომელიც 40 000 კარვისგან შედგება, სადაც ყოველ წელს 5 დღით 3 მლნ. მუსულმანი ჩამოდის, რათა ჩაატარონ ჰაჯი-მექაში წმინდა მომლოცველობა. ცხოვრებაში ერთხელ ყოველმა მუსულმანმა აუცილებლად უნდა მოილოცოს მუსულმანების ეს წმინდა ადგილი. ჰაჯის დროს მოსახლეობის სიმჭიდროვე კარვების ქალაქში შეადგენს 5-7 ადამიანს 1 მ2.-ზე.


4. იმპერატორის უკანასკნელი სამყოფელი


image


ქალაქ ჯეიმსტაუნის მაცხოვრებლები (წმინდა ელენეს კუნძული) ვერასოდეს სარგებლობენ მობილური ტელეფონებით, საკრედიტო ბარათებით და ტრანსპორტით. ჯეიმსტაუნი მდებარეობს მთის ხეობის ძირში, ამიტომ ფიჭური კავშირი, ასევე ინტერნეტი, აქ პრაქტიკულად არ არსებობს. ტრანსპორტის სახეობებიდან კი მხოლოდ ბრიტანული საფოსტო გემი "წმინდა ელენეა", რომელიც კუნძულზე თვეში ერთხელ მოდის.

ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობაა იაკობის კიბე ერთ-ერთ ბორცვზე. კიბე 699 საფეხურისგან შედგება. ძველად ფერმერები მას იყენებდნენ იმისთვის, რათა ქალაქი პროდუქტებით მოემარაგებინათ. თვითონ წმინდა ელენეს კუნძული განთქმულია იმით, რომ იქ ნაპოლეონი იმყოფებოდა პატიმრობისას. ყოფილმა იმპერატორმა, რომელიც ტოვებდა კუნძულს, დატოვა ასეთი შეტყობინება: აქ არაფერია დროის გარდა.


image


5. ჰოლანდიის მცურავი სახლები.


image


აიჯეირბურგის დასახლება, რომელიც ჰოლანდიის დედაქალაქთან მდებარეობს, განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა, ხოლო ყოველი შენობა-თავისებური გემია.ჰოლანდიელები მიწის სიმცირის გამო სახლებს წყალზე აშენებენ. სახლებს აშენებენ მცურავ "პენობეტონის" საძირკველზე, რომელიც სრულიად ჰერმეტულია, ამიტომ ჰაიჯერბურგი მშვენივრად უძლებსწყლის დონის მომატებას.


6. "ვარსკვლავური" ფორტი ბურტანიეში (ნიდერლანდები)


image


ვარსკვლავის ფორმის უჩვეულო დასახლება ვეებერთელა მუზეუმია ღია ცის ქვეშ. იგი დაარსდა ძველი ფორტის ადგილას, რომელიც მე-16 საუკუნეში პრინც ვილჰელმ პირველ ორანელის ბრძანებით აიგო სტრატეგიული გზის დასაცავად. ოდესღაც აუღებელი ციხე-სიმაგრე შემდეგ გადაიქცა ჩვეულებრივ სოფლად და 1960 წლამდე განაგრძობდა არსებობას, სანამ იქაურმა ხელისუფლებამ არ გადაწყვიტა აღედგინა ფორტი იმ იერსახით, როგორიც ის 1740 წელს იყო. ახლა ის გრინინგენის პროვინციის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა.

დაგაინტერესებთ:



# ტბა, რომელიც ცხოველებს მიახლოებისას მუმიებად აქცევს (ნაწილი პირველი)


# ტაძარი, რომლის მონახულებაც საკმაოდ სარისკოა (ნაწილი მეორე)


# რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით


# ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს


# ჩვენი სამყარო სიმულაციაა და არარეალურობაში ვცხოვრობთ?




0
1616
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0