რელიგია მღვდელი,რომელიც მრევლის კითხვებს ირონიულად და არაორდინალურად პასუხობს 2020, 22 ოქტომბერი, 14:33 ![]() კითხვა:ჯვარზე ამბორის შემდეგ, რატომ უნდა ვაკოცო ხელზე მღვდელს? ხომ შემიძლია ეს არ გავაკეთო? პასუხი:შეგიძლიათ, მთავარია არ უკბინო კითხვა:თუ არ ვტირივარ დაკრძალვაზე, ესე იგი ჩემში რაღაც რიგზე ვერა? პასუხი:მთავარია ბაიანზე დაკვრა არ დაიწყოთ კითხვა: მითხრეს, რომ ტატუ ეშმაკის ნიშანია, ეს სიმართლეა? პასუხი: ეშმაკის ნიშანია თუ მტრედი ქურთუკზე 666 დაგასკლინტავთ, ხოლო ტატუ არის უბრალოდ სიბრიყვე, რომელსაც შემდგომ ბევრი ნანობს. კითხვა: ზოგჯერ ვტირივარ, როდესაც ეკლესიის გუნდი მღერის, ეს ნორმალურია? მადლობთ პასუხი:ნორმალურია, ჩვენთან ხშირად ისე საცოდავად მღერის გუნდი, რომ სიბრალულის გამო სურვილი გიჩნდება ფული აჩუქო. კითხვა: რომელი სიტყვებით დავიწყო აღსარება? პასუხი: ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა დიდი ცოდვილი, რომელმაც ღირსად ჩათვალა მოსულიყო თქვენამდე, ჩემი გულის ძვირფასო ბრილიანტო, მამაო პაველ..გამარჯობა! კითხვა: დედამ ტელევიზორში მოისმინა, რომ წითელი ფერით სახელის დაწერა არ შეიძლება, როგორ გადავარწმუნო? პასუხი:ასეთი რამ დედას რომ სსრკ-ს დროს ეთქვა, სადაც ყველგან წითელი ფერით წერდნენ, მას 10 წლით ჩასვავდნენ ციხეში. ![]() კითხვა: წვერს როგორ უვლით? პასუხი:უქმე დღეებში რესტორანში ვპატიჟებ. 211 5-ს მოსწონს
|