, ,
დღეს ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს ბანკის ფილიალში, კბილებამდე შეიარაღებული პირი შეიჭრა, მძევლად აიყვანა ოცამდე პირი, პარალელურად გავრცელდა მისი ვიდეო, სადაც ხელი აქვს აფარებული, რომ არ მომხდარიყო მისი იდენთიფიცირება. ამას დაემატა პირდაპირი ეთერი ყველა არხზე და ოცნების ლიდერებმა არ დააყოვნეს კომენტარი, რათქმაუნდა ისევ ნაციონალებს დააბრალეს ყველაფერი, რადგან ერთ ერთი მძევალი, რომელმაც დარეკა მთავარ არხზე და დახმარება ითხოვა ირაკლი კვარაცხელიაა, ანუ ნაციონალია და რა გინდა ქნა...მოკლედ, ტერორისტმა მოთხოვნილი 500 000 დოლარი უპრობლემოდ მიიღო, მძევლად აიყვანა პოლიციის უფროსი და და ახლა ხელყუმბარით ხელში დადის ზუგდიდი ქუჩებში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
ამ კატეგორიის ადამიანების გარკვეული ნაწილი მიდის ქურდობაზე, შეიარაღებულ ძარცვაზეც კი.
ეს საზოგადოების ბრალია?
თქვენ ფილოსოფიურად უდგებით საკითხს, რეალობა კი ბევრად განსხვავებულია ბატონო თორნიკე.
იმაშიც გეთანხმებით, რომ ვეტერანები სრულიად დაუცველები ვართ სამწუხაროდ (მე ვმუშაობ და სხვაზე უკეთესი მდგომარეობა მაქვს ამ მხრივ), ასევე ვთვლი, რომ აუცილებელია ვეტერანების ზუსტი რაოდენობის დადგენა და ვეტერანთა რიგებიდან გასაყრელია ის "ვეტერანები" ვისაც ან ნაყიდი აქვს მოწმობა ან სამოქალაქო ომის დროს ნაცნობობით აქვს მიღებული ვეტერანის სტატუსი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გარეშე.
ჩემი პატივისცემა თქვენ, იმედია თქვენი შრომა შედეგს გამოიღებს.
ქალაქიდან მალევე გავიდნენ, დიდი ალბათობით ხურჩისკენ წავა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავა.
უამრავი საეჭვო დამთახვევაა, მაგრამ ამაზე ჯერ საუბარი აქ და საერთოდ არ შეიძლება.
ერთი რამ რაც განხილვას არ ექვემდებარება, ესაა მძარცველის პროფესიონალიზმი, არ დაუშვია არცერთი შეცდომა რაც სნაიპერს მისცემდა მუშაობის საშუალებას.