x
image
მე-ლანქოლიკი
სელებრითების უცნაური წყვილები, რომელთა შესახებ არ გეცოდინებათ
მათი უმრავლესობა ან ვიზუალურად არ შეეფერება ერთმანეთს, ან ასაკით. ზოგი ურთიერთობა ცალმხრივი იყო. ეს წყვილები ნამდვილად გაგაოცებთ.


პამელა ანდერსონი და მაიკლ ჯექსონი (2008 წელი)


პამელა ანდერსონი ამას არ ადასტურებს, თუმცა ჭორები ნამდვილად არსებობდა და როგორც ამბობენ, საკმაოდ სანდო წყაროსგან.



image




მილა კუნისი და მაკალი კალკინი


მათ 7-წლიანი ურთიერთობა ჰქონდათ. ვიზუალურად ძალიან შეუსაბამონი არიან, თუმცა ურთიერთობის დასრულების მიზეზი შეიძლება კალკინის ბავშვობის ტრავმებიდან თავის ვერ დაღწევა იყოს.



image



მერი-კეიტ ოლსონი და ოლივერ სარკოზი


ოლივერი მერიზე 17 წლით უფროსია. ამ ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ მერი-კეიტის დის ინსტაგრამიდან გაიგო.


image



კოლინ ფარელი და ელიზაბეტ ტეილორი


კოლინის თქმით ეს ურთიერთობა ცალმხრივი იყო, უბრალოდ სასაუბროდ ხვდებოდნენ, თუმცა სიამოვნებით გახდებოდა მისი მე-8 მეუღლე.


image



ვუპი გოლდბერგი და ტედ დანსონი


ტედს იმდენად უყვარდა ვუპი, რომ ვუპის 16 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ მისი გულის მოგება ბევრჯერ ცადა, თუმცა უარი მიიღო.


image



ევან რეიჩელ ვუდი და მერლინ მენსონი


ამ ნიშნობამ მთელი საზოგადოება გააოგნა, თუმცა რეიჩელმა მოგვიანებით ნიშნობას შეცდომა უწოდა.


image



რობერტ დაუნ უმცროსი და სარა ჯესიკა პარკერი


სანამ რობერტი რკინის კაცი გახდებოდა სარას 7 წელი ხვდებოდა, დანიშნულებიც იყვნენ. თუმცა მისმა დამოკიდებულებამ ალკოჰოლზე ეს ურთიერთობა დაანგრია.


image


ალ პაჩინო და დინ კიტონი


დინმა ბევრი იბრძოლა ქორწინების გადასარჩენად, ულტიმატუმებიც კი წაუყენა ალ პაჩინოს, მაგრამ ურთიერთობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.


image

0
626
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0