სხვა გალაკტიონ ტაბიძის ტრაგიკული ცხოვრება 2020, 19 ოქტომბერი, 20:17 გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის მახლობლად, სოფელ ჭყვიშში.მისი მამა ვასილ ტაბიძე სოფლის მასწავლებლად მუშაობდა.ის გალაკტიონის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა, ამიტომ გალაკტიონს დედამისი, მაკრინე ადეიშვილი, მარტო ზრდიდა.
1899 წელს გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.
1900 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908 წელ გალაკტიონმა სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.
გალაკტიონს ტაბიძეს საკმაოდ მძიმე და დრამატული ცხოვრება ჰქონდა. გალაკტიონისთვის ზეგარდმოვლენილ სასჯელად აღიქმება მისი ეს მანიაკალურად იჭვნეული ხასიათი, მან მთელი ცხოვრება უმეგობროდ გაატარა.ახლობელთაგან-მხოლოდ დედის, ძმისა და ძმისშვილის-ნოდარის ერთგულებაში არ ეპარებოდა ეჭვი. გალაკტიონის ცხოვრების დრამატულ ეპიზოდს მოყვა მისი ნიჭის აღიარება, როცა 17 წლის ასაკში პირველად დაიბეჭდა მისი ლექსები "შავი ღრუბელი" და "მთვარე კაშკაშებს". 1914 წელს 23 წლის გალაკტიონმა იპოვა თავისი პირველი სიყვარული ოლია ოკუჯავა.დაახლოებით ამ პერიოდში ძალზე პოპულარული გახდა გალაკტიონის "მერი".სასცილო და უცნაურიც არის, რომ ეს ლიტერატურული ტრფობა აღიზიანებდა იჟამად ჭიათურაში მყოფ ოლიას, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავს ის იმ ქალზე კი არ ეჭვიანობდა, არამედ საკუტარ თავზე ბრაზობდა, რომ ვერ მიიჯაჭვა ეს კაცი. ![]() ![]() ![]() ![]() 1400 2-ს მოსწონს
|