x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
ბოლო 70 წლის განმავლობაში ამერიკაში პირველად ქალს სიკვდილით დასჯიან
image

43 წლის ამერიკელი ლიზა მონტგომერი(Lisa Montgomery) პირველი ქალი იქნება, ბოლო 70 წლის განმავლობაში რომელსაც სიკვდილით დასჯიან აშშ-ში. 2004 წელს მონტგომერიმ დაახრჩო ორსული ქალი და ბავშვი მუცლიდან ამოკვეთა.


აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ გასამართლებულ ლიზა მონტგომერის სიკვდილით დასჯიან 2020 წლის 8 დეკემბერს, ქალს სასიკვდილო ინექციას გაუკეთებენ.



მონტგომერმა საშინელი მკვლელობა 2004 წლის 16 დეკემბერს ჩაიდინა მისურის შტატში. მან გაგუდა 23 წლის ფეხმძიმე ბობი ჯო სტინეტი, სამზარეულოს დანით მუცელი გაუჭრა და ამოიყვანა 8 თვის ბავშვი.


imageფოტოზე: მსხვერპლი ბობი ჯო სტინეტი


შემდეგ კი მონტგომერი შეეცადა ჩვილი საკუთარ ბავშვად გაესაღებინა, მაგრამ მალევე გამოაშკარავეს. ბავშვი გადარჩა, ამჟამად გოგონა 16 წლისაა.

image

მონტგომერი მსხვერპლის, 23 წლის ბობი ჯო სტინეტის სახლში ძაღლის ყიდვის საბაბით მივიდა. მკვლელის ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ მონტგომერი განიცდიდა ჰალუცინაციებს და ფსიქიკურ აშლილობას - ცრუ ორსულობას. თუმცა, სასამართლომ ამ ვერსიას მხარი არ დაუჭირა.

image

უკანასკნელი ქალი, ვინც აშშ-ს მთავრობამ სიკვდილით დასაჯა, ბონი ჰედი იყო. იგი 1953 წელს გაზის კამერის საშუალებით გამოასალმეს სიცოცხლეს.


მონტგომერის სიკვდილით დასჯა წელს მეცხრე იქნება შეერთებულ შტატებში.


პოპულარულ კუტურაში მონტგომერის ეპიზოდი აღწერილია წიგნებში: დიან ფაინგის "Baby Be Mine"-ში და უილიმ ფელპსის "მკვლელობა ჰარტლენდში", ID Discover-ზე სერიებიდან Deadly Women, სახელწოდებით "Fatal Obsession". ეს შემთხვევა ასევე აღწერილია დოკუმენტურ სერიალში No One Saw A Thing -ის მეხუთე ეპიზოდში, რომელიც 2019 წლის 29 აგვისტოს გავიდა Sundance Channel- ზე.


0
2125
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0