x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
აი, ასე “კურნავენ“ ეკვადორელები გოგონებს არატრადიციული ორიენტაციისგან

image


ეკვადორელი ფოტოგრაფი პაოლა პარედესი საზოგადოების წინაშე საკმაოდ სკანდალური და ამავდროულად უნიკალური ფოტოპროექტით - "Until You Change" (სანამ არ შეიცვლები) - ით წარსდგა, რომელმაც დახურულ კლინიკებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისადმი არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობისა და ჰომოსექსუალების იძულებითი "მკურნალობის" ფაქტები გაასაჯაროვა.


image


6 თვის განმავლობაში პაოლა მსგავსი კლინიკების ყოფილ პაციენტებთან ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებოდა და მათგან ბევრი საჭირო ინფორმაციაც მიიღო, რომელმაც ხელოვანი შოკში ჩააგდო. ქვემოთ წარმოდგენილი სულისშემძვრელი კადრები, ხელოვანის სკანდალური ფოტოპროექტის - "Until You Change" -ის ფარგლებში შევიდა, სადაც "პაციენტების" როლი პროფესიონალმა მსახიობებმა მოირგეს, თუმცა ფოტოგრაფის თქმით, ყოველი სცენა რეალობას 100% - ით ასახავს.


image


1973 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ დაავადებად აღარ განიხილებოდა, რის გამოც ისეთი სამედიცინო პროცედურები, როგორიცაა - ელექტროშოკი, ქიმიური კასტრაცია და ლობოტომიაც (ფსიქოქირურგიის - ყველაზე ცნობილი ფორმა, რომლის დროსაც იჭრება თავის ტვინის შუბლის წილებისა და დიენცეფალონის შემაერთებელი ნერვული ბოჭკოები, კერძოდ, თალამუსთან და ჰიპოთალამუსთან განლაგებული ბოჭკოები) კი ოფიციალურად აიკრძალა. თითქმის ყველა ქვეყანაში ჰომოსექსუალობისგან "განკურნება" ამგვარი მეთოდებით ოფიციალურად აკრძალულია, თუმცა მრავალი ქვეყანა ამ აკრძალვას მაინც არ ითვალისწინებს.


image


ფოტოგრაფის თქმით, ეკვადორში მშობლების უმეტესობა კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ მას შემდეგ რაც ისინი საკუთარი შვილის ორიენტაციის შესახებ იგებენ მათ "გამოსასწორებლად" სხვადასხვა კლინიკას მიმართავენ, სადაც ვაი -ექიმები არატრადიციული ორიენტაციის პირთა "განკურნებას" მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობენ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მსგავსს მომსახურებას მშობლებს სწორედ ის კლინიკები სთავაზობენ, რომლებიც ძირითადად ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობენ.


image


გოგონები, რომლებიც მსგავსს კლინიკებში "მკურნალობის" კურსს გადიოდნენ აცხადებენ რომ მათ იქ სასტიკად ეპყრობოდნენ - სცემდნენ, აშიმშილებდნენ და ზოგჯერ მათზე სექსუალურადაც კი ძალადობდნენ.


imageimageimageimageimageimageimage










0
1965
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1965