x
image
intermedia.ge
Mediator image
"ეს არის ბომბი... არავინ იცის, როდის დაჩირქდება" - პლასტიკური ქირურგი მძიმე შედეგებზე, რასაც E ვიტამინით ტუჩების და მკერდის გადიდება იწვევს
image


ახა­ლი ტრენ­დი, რო­მე­ლიც მძი­მე და სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს იწ­ვევს, დიდი ხა­ნია გახ­და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბის შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი.


სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რად მძი­მედ სა­ნა­ხა­ვი ფო­ტო­ე­ბი, წარ­მო­უდ­გენ­ლად გა­დი­დე­ბუ­ლი ტუ­ჩე­ბი, შე­შუ­პე­ბუ­ლი სახე, მკერ­დი, რო­მე­ლიც და­სი­ე­ბუ­ლი და არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად გაზ­რდი­ლია... ამ უმ­ძი­მეს შე­დე­გებს, ერთი შე­ხედ­ვით, უსაფრ­თხო - E ვი­ტა­მი­ნი იწ­ვევს, რომ­ლის შე­ძე­ნაც აფ­თი­აქ­ში ძა­ლი­ან ია­ფად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.


ზე­თო­ვა­ნი ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ და­ლე­ვი­თაა და­საშ­ვე­ბი და ისიც ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. მისი კუნთში შეყ­ვა­ნა, თვით­ნე­ბუ­რად, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს გა­დი­დე­ბის მიზ­ნით, სწო­რედ ისეთ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს იწ­ვევს, რო­მელ­საც ფო­ტო­ებ­ზე ხე­დავთ.



პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი კონ­სტან­ტი­ნე სუ­ლა­მა­ნი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს, რომ არ გა­უკ­ვირ­დე­ბა თუ მალე აფ­თი­ა­ქებ­ში E ვი­ტა­მინს რე­ცეპ­ტის გა­რე­შე აღარ გა­ყი­დი­ან:


image


"ჩემ­თან ძა­ლი­ან ხში­რად მო­დი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც E ვი­ტა­მი­ნის თვით­ნე­ბუ­რად მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად პრობ­ლე­მე­ბი უჩ­ნდე­ბათ. ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი მყავ­დნენ, ტუ­ჩე­ბის, მკერ­დის, დუნ­დუ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბით. ზოგ­ჯერ, თა­ვად არ იცი­ან რა საფრ­თხის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მი­დი­ან სა­ლონ­ში და­ქალ­თან ერ­თად, ან რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარ­თან სახ­ლში იკ­რი­ბე­ბი­ან და ისე იკე­თე­ბენ. ეს პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან ია­ფ­ფა­სი­ა­ნი გახ­ლავთ. მისი ნემ­სით გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს გახ­ლავთ ვი­ტა­მი­ნი, რო­მე­ლიც უნდა და­ლი­ოთ, მოხ­ვდეს კუჭ­ში და იქ და­ი­შა­ლოს.


მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნი­დან და­ი­წყო ტუ­ჩის და ცხვი­რის კო­რექ­ცია, გა­უ­წო­ვა­დი უცხო სხე­უ­ლე­ბით. თა­ვი­დან და­ი­წყეს პა­რა­ფი­ნით, ვა­ზე­ლი­ნით, E ვი­ტა­მი­ნით, სა­ლო­ნებ­ში აკე­თებ­დნენ ბი­ო­პო­ლი­მერს. ნე­ბის­მი­ე­რი გელი, რო­მე­ლიც არ იწო­ვე­ბა, არის სა­რის­კო. პირ­ველ პე­რი­ოდ­ში შე­დე­გი შე­საძ­ლოა იყოს კარ­გი, მაგ­რამ შემ­დეგ იწყე­ბა ფიბ­რო­ზი­რე­ბა, ამ ე.წ. "ფი­ლე­რის" ირ­გვლივ იქ­მნე­ბა კაფ­სუ­ლა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩირ­ქდე­ბა.


მე მყავ­და პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც დას­ჭირ­და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია. მკერ­დზე გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და ბი­ო­პო­ლი­მე­რი, მკერ­დი­დან გა­და­სუ­ლი იყო მუ­ცელ­ზე და დუნ­დუ­ლებ­ში, ასე­ვე ტუ­ჩებ­ში შეყ­ვა­ნი­ლი E ვი­ტა­მი­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს ნი­კაპ­ში.


image


- რას ამ­ბო­ბენ ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი, რა­ტომ გა­ი­კე­თეს?


- ის­ტო­რია ერთი და იგი­ვეა - მე­გო­ბარ­მა წა­მიყ­ვა­ნა კოს­მე­ტი­კურ სა­ლონ­ში ან სა­დღაც სახ­ლში გა­ი­კე­თა, მო­მე­წო­ნა და მერე მეც გა­ვი­კე­თე. ამის შემ­დეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ამ გე­ლის ამო­ღე­ბა, უნდა მო­იკ­ვე­თოს სხვა ქსო­ვი­ლე­ბიც და ტარ­დე­ბა ოპე­რა­ცია, რა დრო­საც ტუ­ჩის ქსო­ვი­ლებ­თან ერ­თად ვი­ღებთ და­ნეკ­რო­ზე­ბულ E ვი­ტა­მინს.


გა­უ­წო­ვა­დი ფი­ლე­რის ტუ­ჩი­დან ამო­ღე­ბა 1000-2000 ლა­რამ­დე ღირს და ეს პა­ცი­ენ­ტის­თვის ცალ­კე შო­კია ხოლ­მე... განაგრძეთ კითხვა <<<



1
211
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
211
  
2020, 17 ოქტომბერი, 13:02
ამ იდიოტობაში ფულს, რომ ხარჯავს ის სამკურნალოა.
რატომ უნდა შეიყვანო უცხო სხეული ორგანიზმში მომკალით და არ მესმის...
0 1 1