x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვერასდროს მიხვდებით რა იმალება ამ ანგარის გუმბათის ქვეშ...

image


XXI საუკუნე ტექნოლოგიური მიღწევების საუკუნედ ერთმნიშვნელოვნად იქცა, თუმცა ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად რწმუნდები რამდენად უკიდეგანოა ადამიანის ფანტაზია. ამ უზარმაზარი ანგარის ქვეშ, რომელიც გერმანიის ცენტრში, ქალაქ ბრანდენბურგში მდებარეობს, ნამდვილი ტროპიკული სამოთხე იმალება, რომლის შიგნითაც, დასვენების მოყვარულებს არა მხოლოდ საოცარი ხელოვნური ლაგუნა პატარა ზღვითა და მდინარით, არამედ ნამდვილი ტროპიკული ხეები, უნიკალური ჯიშის ეგზოტიკური ფრინველები და ყვითელი ქვიშა ელოდება.


image


ეს სანგარი, რომლის სიგრძეც 360 მეტრი, სიგანე კი - 210 - ია, ოდესღაც საჰაერო ხომალდებისთვის ელინგის ფუნქციას ასრულებდა.


image


ანგარი უხლოეს წარსულში მალაიზიურმა გიგანტმა "Tanjong"- მა შეისყიდა, სწორედ მათვე ეკუთვნით ევროპული ქვეყნის ცენტრში ტროპიკული კურორტის შექმნის იდეაც.



image


გასართობი პარკი მთელი წლის განმავლობაში სრული დატვირთვით ფუნქციონირებს, განსაკუთრებულ აქტუალურობას კი ის ზამთრის თვეებში იძენს. +26 გრადუსი სითბო აქ მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებულია. "ტროპიკული კუნძული" (Tropical Islands) შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვინც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მთელი წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასვლასა და სათანადო დასვენებას ვერ ახერხებს. გასაკვირი არ არის, თუ რატომ იქცა აღნიშნული პროექტი მთელ გერმანიაში მეგა პოპულარულ განტვირთვის ცენტრად.

image

კომპლექსი სულ 6 000 დამსვენებელზეა გათვლილი, თუმცა პირველ წელს, დაწესებულება 975 000 დამთვალიერებელმა მოინახულა. კომპლექსში სულ დაახლოებით 500 ადამიანია დასაქმებული. პარკი ოფიციალურად 2004 წლის 19 დეკემბერს გაიხსნა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
523
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
523