შოუბიზნესი სტრიპტიზიორი, მესაფლავე, მზვერავი: ნახეთ, რას საქმიანობდნენ ვარსკვლავები სანამ ცნობილები გახდებოდნენ 2020, 15 ოქტომბერი, 21:08 მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლების უმრავლესობა ვარსკვლავებად არ დაბადებულან. ახალგაზრდობაში ისინიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი რიგითი ადამიანები ფულს ისე გამოიმუშავებდნენ როგორც შეეძლოთ, და აქ გასაკვირი არც არაფერია, რომ არა ერთი ნიუანსი, თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგიერთი მათგანი მესაფლავედ მუშაობდა, ზოგიც ტუალეტებს რეცხავდა, აი, ზოგს კი თავი თვიდან თვემდე მორგში მუშაობით გაჰქონდა. გაინტერესებთ რას საქმიანობდნენ თქვენი საყვარელი მსახიობები სანამ პოპულარულები გახდებოდნენ? მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ სახეებს, ვისთვისაც ჩვეულებრივი პროფესიები უცხო არ არის.ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი სტივ ბუშემი - მეხანძრე გახლდათკრისტოფერ უოკენი გაგიკვირდებათ და, ერთი პერიოდი ლომების მომთვინიერებლადაც კი მუშაობდა, 16 წლის ასაკიდან კი უკვე ცირკშიც გამოდიოდარა შეეხება დენი დევიტოს, ის არც მეტი, არც ნაკლები მორგში მუშაობდა სადაც მიცვალებულთა თმის ვარცხნილობაზე ზრუნავდაჰოლივუდის ვარსკვლავი ჰარისონ ფორდი კი დურგალი იყოამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი ტელემარკეტოლოგად მუშაობდა, თუმცა სერიოზული ვერც ვერაფერი გაყიდაკრისტოფერ ლი დაზვერვაში მუშაობდაქარიზმატული ირლანდიელი მსახიობი და ჯეიმს ბონდის უბადლო შემსრულებელი პირს ბროსნანი პროფესიონალი მეხანძრე გახლდათაი, რაც შეეხება ამერიკელ მსახიობსა და ქალების გულთმპყრობელს ბრედ პიტს, ის მექსიკურ რესტორანში მუშაობდა, სადაც შემოსულ სტუმრებს მამლის კოსტიუმში გამოწყობილი ეგებებოდაამერიკის ერთ - ერთმა მაღალანაზღაურებადმა კომიკოსმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ ოჯახის დასახმარებლად სკოლა მიატოვა და მუშაობა მასწავლებლად დაიწყობარსბადოსელი ლამაზმანი რიანა მოზარდობის ასაკში იუნკერთა კორპუსში სწავლობდა, რის გამოც მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად აღიარებული ვარსკვლავი სამხედრო ფორმას დღემდე საუკეთესო სამოსად მიიჩნევსცნობილი ამერიკელი მხატვარი ბობ როსი სერჟანტი გახლდათჰიუ ჯეკმანი კი სპორტულ დარბაზში, მწვრთნელად მუშაობდაჯორჯ კლუნი გარდა იმისა რომ ქალის ფეხსაცმელებს ჰყიდდა, ასევე მზღვეველად და მშენებლადაც კი მუშაობდაებრაელი მოდელი და მსახიობი გალ გადოტი ისრაელის არმიაში მსახურობდაბილ მიურეი ფულს არც მეტი, არც ნაკლები ქუჩაში წაბლის გაყიდვით შოულობდაროკ - მუსიკის "ქამელეონად" წოდებული ბრიტანელი არტისტი და ლეგენდარული მუსიკოსი დევიდ ბოუი ხორცპროდუქტების მაღაზიაში კურიერად მუშაობდაამერიკელი მსახიობი კრის პრატი დროს უქმად არ კარგავდა და ჰავაიზე თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდაბრიტანელი ოსკაროსანი კინოვარსკვლავი ჰელენ მირენი გარკვეული პერიოდი გასართობ პარკში, პრომოუტერად მუშაობდაამერიკული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ჯეისონ ლი პროფესიონალი სკეიტბორდერი გახლდათ"სუპერ მაიკი"-ს ვარსკვლავი ჩენინგ ტატუმი კი თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდალეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი როდ სტიუარტი თქვენ წარმოიდგინეთ და, ახალგაზრდობაში სასაფლაოზე, მესაფლავედ მუშაობდა8876 1-ს მოსწონს |