x
image
არჩილ ვერულიძე
10 ყველაზე გავრცელებული მითი გველების შესახებ
image

გველები - ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არსებები. პრიმიტიული მონადირეები, ნებისმიერ გველთან შეხვედრისას, ცდილობდნენ თავი გაქცევით გადაერჩინათ, რადგან იცოდნენ, რომ ერთმა ნაკბენმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. შიში ნაკბენების თავიდან აცილებას უწყობდა ხელს, მაგრამ ასევე, ხელს უშლიდა ამ იდუმალი არსებების შესახებ მეტი ცნობების მოპოვებას. იქ, სადაც ზუსტი ცოდნა არ არსებობდა, ხარვეზები ივსებოდა ფანტაზიებითა და სპეკულაციებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სულ უფრო და უფრო იხვეწებოდა.


მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეწარმავლებიდან ბევრი უკვე კარგად არის შესწავლილი, გველების შესახებ ძველი ჭორები და ლეგენდები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, კვლავ დომინირებს ადამიანთა გონებაში.ამ მანკიერი წრის გარკვეულწილად დასაღწევად გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ მითს გველების შესახებ, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება.


გველები სვამენ რძეს


image



ეს მითი მრავალი ჩვენგანისთვის გახდა ცნობილი კონან დოილის ნაწარმოების «ფერადი ლენტი» წყალობით. სინამდვილეში, გველისთვის რძის მიცემის მცდელობა შეიძლება ფატალურად დასრულდეს: ისინი პრინციპში არ ითვისებენ ლაქტოზას.


გველები თავდასხმისას გესლავენ მსხვერპლს ენის მეშვეობით.


image

გაურკვეველი მიზეზების გამო, ბევრს სჯერა, რომ გველები თავიანთი ორად გაყოფილი, წვეტიანი ენის მეშვეობით გესლავენ მსხვერპლს. გველები კბილებით კბენენ, ისევე როგორც ყველა სხვა ცხოველი. ენა მათ სრულიად განსხვავებული მიზნებისთვის ემსახურება.


შეტევის წინ გველები ენის ჩვენებით იმუქრებიან.


image

როგორც ითქვა, გველის ენა შეტევისთვის არ არის განკუთვნილი. საქმე იმაშია, რომ გველებს არ გააჩნიათ ცხვირი და ყველა საჭირო რეცეპტორი განლაგებულია ენაზე. ამიტომ, რათა უკეთ შეიგრძნონ მსხვრპლის სუნი და მისი ადგილმდებარეობა განსაზღვრონ, გველბს ენის გამოყოფა უხდებათ.


გველების უმეტესობა შხამიანია


image

გველის, დაახლოებით, 2500 სახეობიდან, რომელიც ცნობილია სერპენტოლოგებისთვის, მხოლოდ 400-ს აქვს შხამიანი კბილები. აქედან მხოლოდ 9 გვხვდება ევროპაში. ყველაზე მეტი შხამიანი გველი სამხრეთ ამერიკაშია - 72 სახეობა. დანარჩენები თითქმის თანაბრად განაწილდნენ ავსტრალიაში, ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში.


გველის "გაუვნებელყოფა" შესაძლებელია მისთვის კბილების დაცლით.


image

ამ მეთოდმა შეიძლება იმოქმედოს გარკვეული დროის განმავლობაში. მაგრამ კბილები ისევ გაიზრდება, გველი კი შეიძლება სერიუზულად დაავადდეს, რადგან კბილების ზრდის პროცესში ვერ ახერხებს შხამის გამოყოფას. ასევე შეუძლებელია გველის გაწვრთნა, მისთვის ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ თბილი ხე.


გველები ყოველთვის ესხმიან თავს ადამიანებს


image

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ყველაზე ხშირად გველები ადამიანებს თავდაცვის მიზნით კბენენ. თუ გველი სისინებს თქვენს დანახვაზე და ახდენს მუქარის შემცველ მოძრაობებს, მაშინ მას სურს, რომ უბრალოდ თავი დაანებონ. როგორც კი ოდნავ უკან დაიხევთ, გველი მაშინვე გაქრება თვალთახედვიდან, რადგან სიცოცხლის გადარჩენას ჩქარობს.


გველები შეიძლება იკვებონ ხორცით


image

გველების უმეტესობა მღრღნელებით იკვებება, არის სახეობები, რომლებიც ბაყაყებსა და თევზებს ჭამენ, ასევე არსებობენ მწერიჭამია ქვეწარმავლებიც. სამეფო კობრა, მაგალითად, მხოლოდ სხვა სახეობის გველებს ანიჭებს უპირატესობას. ასე რომ, გველის რაციონი, კონკრეტულად, დამოკიდებულია მხოლოდ თავად გველზე.


გველები ცივები არიან


image


გველები ტიპური ცივსისხლიანი ცხოველების ჯგუფს განეკუთვნებიან. ასე რომ, გველის სხეულის ტემპერატურა იგივე იქნება, რაც, ზოგადად, გარემოს ტემპერატურა. ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნების შესაძლებლობის არქონის გამო ( 30 ° C ცოტათი მაღალი), გველებს ასე ძალიან უყვართ მზეზე ყოფნა.


გველები დაფარულნი არიან წებოვანი ნივთიერებით.


image


კიდევ ერთი აბსურდი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გველებთან. ამ ქვეწარმავლების ტყავი პრაქტიკულად არ შეიცავს ჯირკვლებს და დაფარულია მკვრივი, გლუვი ქერცლით. სწორედ ამ, შეხებისთვის სასიამოვნო, ტყავით მზადდება ფეხსაცმელი, ჩანთები და ტანსაცმელიც კი.


გველები ტოტებსა და ხის ღეროებს ეხვევიან.


image


საკმაოდ ხშირად, თქვენ ხედავთ მაცდური გველის გამოსახულებას, რომელიც შემოხვეულია შეცნობის ხის გარშემო. თუმცა, ამას საერთო არაფერი აქვს გველების რეალურ ქცევასთან. ისინი უბრალოდ ადიან ხის ტოტებზე და წვებიან მათზე, მაგრამ აბსოლუტურად არ არის აუცილებელი, რომ სხეულით შემოეხვივნონ მათ.











0
1698
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1698
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0