კოსმეტოლოგია გაახალგაზრდავებული და ლამაზი კანი გსურთ? ეს Е ვიტამინი და გლიცერინია 2020, 15 ოქტომბერი, 8:28 თქვენი სახე და ხელები საკმაოდ დაცული იქნება მხოლოდ E ვიტამინის და გლიცერინის წყალობით! E ვიტამინი, ისევე როგორც გლიცერინი, სრულიად შეესადაგება ყოველდღიურ გარეგან გამოყენებას. უფრო მეტიც, E ვიტამინი შედის უამრავ კოსმეტიკურ პრეპარატში. ეს ანტიოქსიდანტი პირველ ადგილზეა ვიტამინებში. ის აჯანსაღებს კანს და ებრძვის ასაკობივ ცვლილებებს.
E ვიტამინი აფერხებს უჯრედული დაჟანგვის პროცესს, მაღლა სწევს კვების დონეს და აფერხებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას. ამ ვიტამინის მიღება შესაძლებელია შინაგანი გამოყენებისთვისაც 15 მგრ კაფსულების სახით, რომლებიც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ. E ვიტამინის 8 სასარგებლო თვისება:
შეურიეთ ერთმანეთს ერთნაირი თანაფარდობით E ვიტამინი და გლიცერინი, ძილის წინ კანზე შეიზილეთ მსუბუქი მოძრაობით . სწრაფი შეწოვის მიუხედავად, ეფექტს მალევე დაინახავთ. ამ ნარევის შედეგი ასეთია _ გლუვი, ბარხატოვანი კანი და მცირე ზომის ნაოჭების გაქრობა. მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ გლიცერინის ადგილობრივი გამოყენების უპირატესობებს. ვიტამინი E- ს მსგავსად, ამ სითხის შეძენაც შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში. მას აქვს ერთი შესანიშნავი თვისება - ტენიანობის შენარჩუნება. ამიტომაც უმატებენ მას მრავალ კოსმეტიკურ პროდუქტში. ამ თვისების გამო, კანზე წასმის შემდეგ სახეზე წებოვანი დამატენიანებელი აფსკი ჩნდება. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მისი კვალიც კი არ რჩება. სუფთა სახით გლიცერინის გამოყენება გამოდგება პრობლემური კანისთვის და კანის დატენიანებისთვის. ამისთვის საჭიროა ის გამოვიყენოთ როგორც ლოსიონი, რისი შედეგიც იქნება კანზე გაღიზიანებული ადგილების სწრაფი გაქრობა. თუ ავურევთ გლიცერინს და თაფლს 1/1 პროპორციით, მიიღებთ სახის შესანიშნავ, უნივერსალურ ნიღაბს . თუ ზედმეტად თხელი გამოვიდა - დაამატეთ შვრიის ფქვილი. თუ მშრალი კანი გაქვთ, მაშინ ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ნატუალური კოსმეტიკური ზეთი. ცხიმიანი კანისთვის იდეალური იქნება გლიცერინი, შვრიის ფქვილი და კიტრის წვენი. მგრძნობიარე კანისთვის განსაკუთრებული მოვლაა საჭირო, ამიტომ მისი განებივრება შეიძლება გლიცერინის, კვერცხის გულის და ნატურალური ციტრუცის ზეთის ნიღაბით. სახის და ხელის კანის საუკეთესო მოვლისთვის _ მხოლოდ გლიცერინი და Е ვიტამინი!სახის გარდა არის ხელებიც, რაც რეგულარულ მოვლას საჭიროებს. და ამიტომ, ზემოთ ხსენებული სითხეები შედის ხელის მოვლის საშუალებებშიც. წყალი, საყოფაცხოვრებო საშუალებები, გარემო, - ყველაფერი ეს გავლენას ახდენს ნაზი კანის მდგომარეობაზე.
ამიტომ, კრემების გარდა აუცილებელია ყველანაირი ნიღბის გამოყენება. იმ შემთხვევაში, როცა დროის ნაკლებობაა ან დამოუკიდებლად მისი დამზადების სურვილი არ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ ხელის კრემში რამდენიმე წვეთი ვიტამინი და გლიცერინი დაუმატოთ. მალევე დაინახავთ, რომ კანი დარბილდება და უფრო დატენიანდება.
იხილეთ ასევე:
335 6-ს მოსწონს
|