სხვა ამის ნახვის შემდეგ, საკუთარი სახლი სასახლედ მოგეჩვენებათ... 2020, 15 ოქტომბერი, 10:59 თუ ოდესმე ბინაში სივიწროვის გამო შეწუხებულხართ, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები. უძრავ ქონებაზე ფასების და ბინის ქირის სწრაფმა ზრდამ, ისინი საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანა და ნორმალურად ცხოვრების შანსი აღარ დაუტოვა: პატარა ქოხები, ლითონის კონსტრუქციები, პატარა ფართიანი ბინები ე. წ. «კუბო-სახლები» – ადგილი, სადაც ჰონგ-კონგელების ერთი ნაწილი, დღის ბოლოს ბრუნდება. მაგრამ, სახლია ეს თუ თავშესაფარი, თავად გადაწყვიტეთ... ფოტოგრაფებმა სურათებზე ასახეს ის საშინელი პირობები, რომლებშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. მაგ., ზოგიერთ შემთხვევაში, სამზარეულო და საპირფარეშო ერთ ოთახშია გაერთიანებული, ან ორსართულიანი საწოლები იმდენად პატარებია, რომ იქ ძილი მხოლოდ ემბრიონის პოზაში შეიძლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს სახლები «ადამიანის ღირსების შემლახველად» სცნო, მაგრამ ამ ადამიანებს არჩევანის საშუალება არა აქვთ. ლი მარტოხელა დედაა და მისი ხელფასი თვეში 4500 ჰონკონგურ დოლარს (დაახლოებით, 577 აშშ დოლარი) შეადგენს, 750 დოლარს ბინის ქირას იხდის, ხოლო დარჩენილი თანხის ნახევარი კომუნალურ გადასახადებს «მიაქვს»... ე. წ. ბინაში, დგას პატარა მაგიდა, საწოლები, დივანი და სარეცხის მანქანაც კი, თავისუფალი ადგილი კი, საერთოდ არ არის. ამ ბინებში ფართობი, საშუალოდ, 1, 7 კვ. მ-ია და ვინ როგორ მოეწყობა მსგავს სიტუაციაში, უკვე მის ბინადრებზე არის დამოკიდებული...
დიდი ქალაქის ჩირაღდნები კი, უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს, რომლებიც მზად არიან ამ პირობებში იცხოვრონ, ოღონდ კი, საკუთარი ოჯახების დახმარება შეძლონ... არხის სხვა სიახლეები: 1. სამოსის ფერის 10 ტონი, რომელიც ვიზუალურად აახალგაზრდავებს 6. 100 წლის წინ ის ჩვეულებრივი სურათი იყო... როგორ იქცა «ჯოკონდა» მსოფლიო დონის შედევრად 1931 5-ს მოსწონს
|