x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ორი მოცურავე გოგონაა, მაგრამ აბა კარგად დააკვირდით ... თვალებს არ დაუჯერებთ!

image


გუსტავო სილვა ნუნესი თანამედროვეობის ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი ჰიპერრეალისტი მხატვარია, რომლის საოცრად რეალისტური ნახატებიც ვერცერთ დამთვალიერებელს გულგრილს ვერ ტოვებს.


image


გუსტავოს განსაკუთრებულად წყლის ქვეშ მყოფი ადამიანების პორტრეტების ხატვა უყვარს, რასაც ის იმდენად ოსტატურად აკეთებს, რომ მისი ნამუშევრების ფოტოებისგან გარჩევა ფაქტიურად შეუძლებელია. ავტორი საკუთარ ნახატებთან ისე პოზირებს, რომ არსებულ და გამოგონილ რეალობებს შორის არსებულ ზღვარს არღვევს.


image


ეს ნიჭიერი მხატვარი ვალენსიაში დაიბადა, თუმცა დღესდღეობით ის მოღვაწეობას ვენესუელაში აგრძელებს, გუსტავო სილვა ნუნესი, რომლის საოცარი ნამუშევრებიც უკვე არაერთი კოლექციონერის კერძო კოლექციებშია დაცული, ხელოვანთა წრეებში საკმაოდ მაღალი რეპუტაციითა და დიდი წარმატებით სარგებლოს.


image


ხელოვანის ნახატები განსაკუთრებული დინამიურობით, ფერების ზუსტი გადმოცემით, სიღრმის განცდითა და დეტალიზაციის მაღალი დონით გამოირჩევიან. მხატვარი თავის თითოეულ ნამუშევარში წყლის ზედაპირზე მოციმციმე მზის სხივებსა და მსუბუქ ტალღებს დიდი ოსტატობითა და სიზუსტის გასაოცარი დაცვით გადმოსცემს. გთავაზობთ ახალგაზრდა ჰიპერრეალისტი მხატვრის შთამბეჭდავ ნამუშევრეს, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















0
21168
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
21168