ვარსკვლავები ვარსკვლავთა სამეული, რომელიც 80-იანი წლების ჰოლივუდს იპყრობდა 2020, 11 ოქტომბერი, 17:09
80-იანი წლების მოდის სფეროს ჰყავდა სილამაზით გამორჩეული არაერთი ვარსკვლავი-ქალი, თუმცა მათგან განსაკუთრებით პოპულარული იყო სამი სახე:
1.კიმ ბესინჯერი
80-იანი წლების ჰოლივუდისათვის წარმატების ფორმულად იქცა ქერათმიანი ლამაზმანები, რომელთა შორის გამოირჩეოდა კიმ ბესინჯერი. იგი ყურადღებას იპყრობდა გამოკვეთილი ლოყებით, კამკამა ცისფერი თვალებით, ხუჭუჭა, ღია ფერის თმებითა და მსუქანი, თითქოს კაპრიზულად ამობურცული ტუჩებით.კიმ ბესინჯერმა, როგორც მსახიობმა, სახელი გაითქვა მელოდრამით "ცხრანახევარი კვირა", სადაც მონაწილეობდა მიკი რურკთან ერთად. ფილმის ერთ-ერთ სცენაში კიმმა შეასრულა ემოციური, გრძნობებით აღსავსე სცენა, რომელიც გახდა მხატვრული ეროტიკის კლასიკური ნიმუში. მან, ასევე, ითამაშა კომედიაში "ქორწინების ჩვეულება", რომლის გადაღებისას კიმ ბესინჯერის სილამაზემ და ხიბლმა თვით ალეკ ბოლდუინიც კი არ დატოვა გულგრილად.
2.მიშელ პფაიფერი
ჰოლივუდურ ცხოვრებასა და წითელ ხალიჩამდე მიღწევამდე მიშელ პფაიფერი მუშაობდა სუპერმარკეტში გამყიდველად, მოლარედ და დაცვადაც კი, რათა ცოტაოდენი თანხა მაინც გამოემუშავებინა და-ძმების სარჩენად.1978 წელს მიშელ პფაიფერმა მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურს "მის კალიფორნიაში" და ფინალაშიც გავიდა, თუმცა საბოლოო გამარჯვება, სამწუხაროდ, არ ხვდა წილად."მის კალიფორნიის" სილამაზის კონკურსში მონაწილეობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რათა გრძელფეხება ლამაზმანი ცნობილ პროდიუსერებს შეენიშნათ და თანამშრომლობა შეეთავაზებინათ.მიშელ პფაიფერმა, რამდენიმე მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო როლის შესრულების შემდგომ, ფილმ "ბრიოლინ 2"-ში, ჯონ ტრავოლტასთან ერთად, შეასრულა მთავარი როლი, ხოლო 1983 წელს, ალ პაჩინოსთან ერთად, იგი დაკავებული იყო საკულტო ფილმის "ნაიარევი სახე" გადაღებით.3.ბრუკ შილდსიბრუკ შილდსი ადრეული ასაკიდანვე ჩაეფლო სამოდელო ბიზნესში, გადაიტანა რამდენიმე სერიოზული სკანდალი, რომლებიც უკავშირდებოდა მის გულწრფელ, თამამ ბავშვურ გამოსვლებს, გადაღებებს. მან მონაწილეობა მიიღო პროვოკაციულ ეროტიკულ ფილმებში, რაც გულშემატკივართა შორის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბრუკ შილდსი სარგებლობდა სუპერვარსკვლავის სტატუსით და პროდიუსერებისაგან იღებდა მილიონობით ჰონორარს.
1121 1-ს მოსწონს
|