x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ალასკაზე მეტყევე მგელს მთელი ზამთარი კვებავდა: 4 წლის შემდეგ მგელი ოჯახთან ერთად დაბრუნდა
image



მეტყევემ შენიშნა მგელი, რომელსაც უსიამოვნება შეემთხვა. კაცმა არ დაიშურა საკვები და მთელი ზამთარი აჭმევდა ცხოველს, 4 წლის შემდეგ მგელი დაბრუნდა და მეტყევეს თავისი ოჯახი უჩვენა.


მამაკაცი გამოვიდა ტყიდან და უკვე თოვლიან ვაკეზე შემთხვევით შენიშნა მგელი. ის დაღლილი იყო, მშიერი და ჩუმად უყურებდა კაცს თოვლის ფანტელში.

მეტყევე ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა. მივიდა მგელთან, საკვები გაუზიარა, ჩანთიდან მატყლის საბანი ამოიღო და ცხოველს გადააფარა. იმ ზამთარში ნადავლის მოპოვება რთული იყო, ყოველ მეორე დღეს ეს ადამიანი იმავე ადგილას მიდიოდა, ხვდებოდა იქ მგელს და საკვებს აძლევდა.


image

გაზაფხულისთვის მგელმა ძალა მოიკრიბა და წავიდა. მეტყევეს არ უნანია - ასეა დაწესებული ბუნების მიერ. მამაკაცი იხსენებდა თავის უცნაურ მეგობარს, მაგრამ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა.

image

4 წელი გავიდა. მეტყევე თავის მიწებს ათვალიერებდა, როდესაც უცებ მგლების ყმუილი შემოესმა. ხეების უკნიდან ერთდროულად ოთხი მგელი გამოჩნდა და კაცი დაიბნა.

მაგრამ, მათ შემდეგ ველზე სწორედ ის მგელი გამოჩნდა, რომელსაც მეტყევე კვებავდა. ცხოველმა არ დაივიწყა სიკეთე და ამდენი ხნის შემდეგ მოვიდა ადამიანთან, რათა თავისი ოჯახი ეჩვენებინა.


0
6531
10-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
6531
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0