სხვა მამამ უარი თქვა გაეტეხათ ავტომობილის შუშა,რათა მომაკვდავი ქალიშვილისთვის ეშველათ 2020, 10 ოქტომბერი, 13:41 ის არწმუნებდა პოლიციელებს, რომ გოგონას უბრალოდ სძინავს და ვერ გატეხავს ახალი ავტომობილის ფანჯარას, რადგან ახლის ჩასასმელი ფული არა აქვს.
ლას – ვეგასში, ერთი წლის ქალიშვილის მამამ იუარა ახალი მანქანის ფანჯრის გატეხვა, რათა ბავშვი გამოეყვანათ, რომელიც შიგნით სიცხისგან იგუდებოდა, იტყობინება Las Vegas Sun. 27 წლის სიდნი დილმა, მიმართა პატრულს, რომ მისი ბავშვი მანქანაში ჩაიკეტა. პოლიციელებმა მას სთხოვეს, რომ გამოეძახა ზეინკალი ან შუშა გაეტეხათ, რაზეც მამაკაცმა უარი თქვა. ამის ნაცვლად, მან საპატრულო ოფიცერს ტელეფონის ნომერი სთხოვა და ძმას დაურეკა. ძმა სწრაფად მოვიდა შემთხვევის ადგილზე და აპირებდა ფანჯრის ჩამტვრევას პატარა ძმისშვილის გადასარჩენად, მაგრამ დილმა აუკრძალა მას ამის გაკეთება, რადგან მას არ ჰქონდა ახალი ფანჯრის ჩასასმელი თანხა. როგორ ჩაიკეტა ბავშვი ავტომობილში? მამაკაცის მეუღლემ განაცხადა, რომ იმ დღეს მათ იჩხუბეს, მან ქალიშვილი წაიყვანა და მანქანაში ჩასვა. ცოტა ხნის შემდეგ, სიდნი დაბრუნდა ბინაში და ქალს სთხოვა, დაერეკა სადაზღვევო კომპანიაში, რათა გამოეძახა ევაკუატორი . როდესაც მას მომსახურების ფასი დაუსახელეს, დილმა გათიშა ტელეფონი და ქუჩაში გავიდა. საერთო ჯამში, ზარი 23 წუთს გაგრძელდა. მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა მან პატრულს. იმ დროისთვის ერთი წლის საია მანქანაში ორმოც წუთზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. იგი არ იყო დამაგრებული და სავარძლებზე დახოხავდა, შემდეგ კი იატაკზე დაწვა. ამ დროს მამამისი ამბობდა, რომ მანქანაში კონდიციონერი მუშაობს, ბავშვის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა და ბავშვს უბრალოდ სძინავსო. პოლიცია გარეგნული დათვალიერებით მიხვდა, რომ ბავშვი ცხელ, დახუთულ სივრცეში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო ჩარჩენილი და სავარაუდოდ უკვე კვდებოდა, როდესაც საბოლოოდ მათ ფანჯარა გატეხეს, გოგონას სხეულს გვამური გაშეშება ჰქონდა დაწყებული.იგი უკვე გარდაცვლილი იყო. სიდნი დილმა დააკავეს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი პირველ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო, გათავისუფლებულია დროებით 20 000 დოლარი გირაოს სანაცვლოდ. 330 5-ს მოსწონს
|