რელიგია ამერიკაში დააკავეს მღვდელი საკურთხეველთან ჯგუფური სექსის გამო 2020, 10 ოქტომბერი, 12:36 ![]() 37 წლის მეუფე ტრევის კლარკი და მისი პარტნიორები ეკლესიაში შემთხვევით შესულმა მორწმუნემ ნახა . მან დაინახა, რომ ეკლესიაში შუქი ჩვეულებრივზე უფრო გვიან ენთო, ამიტომ შენობაში შესვლა გადაწყვიტა. ![]() მოწმემ ნახა ნახევრად შიშველი მღვდელი, რომელსაც სექსი ჰქონდა ორ ქალთან, რომლებსაც კორსეტები და მაღალქუსლიანი ჩექმები ეცვათ. საკურთხეველზე დადგმული იყო სცენის განათება, იქვე იდო სექს- სათამაშოები, ხოლო შტატივზე დამაგრებული მობილური ტელეფონი, ვიდეოზე აფიქსირებდა რაც ხდებოდა. მრევლმა ამათ გარყვნილება ვიდეოზე გადაიღო და პოლიციას გამოუძახა. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა დააკავეს მღვდელი ორ ქალთან - 41 წლის მინდი დიქსონთან და 23 წლის მელისა ჩენგთან ერთად. ![]() დიქსონმა, რომელიც პორნომსახიობია, აღიარა, რომ ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ინციდენტის წინა დღეს მან გამომწერებს განუცხადა, რომ ახალი ორლეანისკენ მიდიოდა, სადაც ღვთის სახლი უნდა შეებილწა. ![]() 213 3-ს მოსწონს
|