x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რომელ სერიოზულ დაავადებებს იწვევს უძილობა? ეს უნდა იცოდეთ!
უძილობა, ინსომნია, აგრიპნია, ძილის მოშლა — ახასიათებს ღამის ძილის პერიოდის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელი წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება (ზოგჯერ დილით გაღვიძების გაძნელება); ხშირად დაერთვის მოუსვენრობა, მომეტებული აგზნებადობა და სხვა. უძილობის დროს მცირდება ღრმა ძილის პერიოდი, ირღვევა ურთიერთობა ძილის (სიზმრებიანი და უსიზმრო) ფაზებს შორის. უძილობა ძირითადად ვითარდება ნევროზის, ფსიქოზის, ტვინის ორგანული დაავადების (ნეიროინფექცია, თავის ტვინის ღეროს ანთებითი, სისხლძარღვოვანი, ტრავმული დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადების დროს, აგრეთვე ისეთი სომატური დაავადების შემთხვევაში, როდესაც დაავადების რაიმე გამოვლინება (ქოშინი, ხველა, ტკივილი, კუჭის აშლილობა და სხვა) ხელს უშლის თავის ტვინის ძილის მარეგულირებელი მექანიზმის დროულ ჩართვას ძილში. ჯანმრთელი ადამიანის უძილობა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ან\და ფსიქოლოგიურმა გადაძაბვამ, ღრმა განცდებმა და ა.შ.


image


თუ მუდმივად გაწუხებთ უძილობა, ეს ძალიან სერიოზულ შედეგებს გამოიღებს, დაწყებული მსუბუქი ნევროზითა და წონის მატებით, დამთავრებული უფრო სერიოზული - გულის დაავადებებით და დიაბეტის მომატებული რისკით.


მაშ, რა მძიმე დაავადებები გვემუქრება ხშირი უძილობის გამო?



მე-2 ტიპის დიაბეტი. უძილობა უარყოფით გავლენას ახდენს გლუკოზის ღამის დონეზე, რაც ზრდის დიაბეტის რისკს.


ძილის ნაკლებობა ან წყვეტილი ძილი ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს.


ქრონიკული დაავადებები. როდესაც დღის ბოლოს ვერ გამოიძინეთ, ძალების საკმარისი აღდგენა ვერ მოხდა და თუ ეს პროცესი მეორდება ბევრჯერ, ხელი ეწყობა ქრონიკული დაავადებების განვითარებას.


გაზრდილი ავადობა. ძილის უკმარისობა ცვლის ორგანიზმის უჯრედულ იმუნურ რეაქციას და ზრდის ანთების ბიომარკერებს, რის შედეგადაც თქვენ დაუცველები ხართ ინფექციების მიმართ.



image


ჭარბი წონა. ძილის უკმარისობა გავლენას ახდენს ჰორმონებზე - შიმშილის ჰორმონი გრელინის დონე იმატებს და სიმსივნის ჰორმონის ლეპტინის დონე მცირდება. რაც ასევე მოქმედებს გლუკოზის დონეზე და ინსულინის რისკი იზრდება. მათ ფონზე იზრდება ასევე სიმსუქნის რისკი.


კიბო. ძილის უკმარისობა ასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას, რის გამოც დაუცველი ხართ სხვადასხვა დაავადებებისგან. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ უძილობა და ძილში აპნოე ზრდის ძუძუს, პირის ღრუს და პროსტატის კიბოს რისკს.


ტვინის ფუნქციის დაქვეითება. ძილის უკმარისობა აზიანებს გონებრივ შესაძლებლობებს, იწვევს დაღლილობას, გულმავიწყობას და ყურადღების დეფიციტს. გეცლებათ ძალა და პრობლემების გადაჭრა რთულდება.


დეპრესია და ცუდი განწყობა. დარღვეული ჰორმონალური ფონის გამო წარმოიქმნება დეპრესიული მდგომარეობები და ქცევის ცვლილებები. ძილის პროცესში გამომუშავდება ჰორმონი სეროტონინი, გამოუძინებლობის შემთხვევაში კი მისი არ არსებობა მიგიყვანთ დეპრესიამდე.


საბედისწერო შემთხვევები. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოუძინებელმა მძღოლებმა, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.





0
226
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0