სხვა აი, რატომ არასდროს იღიმოდნენ ფარაონები 2020, 9 ოქტომბერი, 20:40 უცნაურია, თუმცა ეგვიპტეში კარგი სტომატოლოგის პოვნა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქვეყანამ განვითარების პიკს მიაღწია, თუმცა ამ დარგის სპეციალისტებით თავს ვერ იწონებდა.მაგალითად, ეგვიპტის ისტორიაში ერთ - ერთი უდიდესი ფარაონი ამენჰოტეპ III სწორედ ამის გამო არასდროს არ იღიმოდა, როდესაც ექსპერტებმა მისი მუმია შეისწავლეს აღმოაჩინეს მისი ფესვებამდე დამპალი კბილები.მეცნიერებმა, რომლებმაც დაახლოებით 500 ეგვიპტური თავის ქალა შეისწავლეს, დაასკვნეს რომ ქვეყანაში სტომატოლოგია განვითარებული საერთოდ არ იყო. ეგვიპტოლოგმა ჯუდიტ მილერმა, რომელიც პროფესით სტომატოლოგი გახლდათ ძველი ეგვიპტელების ყბების შესწავლისას საშინელი სურათი გამოავლინა, კერძოდ, მეცნიერმა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ეგვიპტელთა ყბებზე მკურნალობის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა, რაც იმას გულისხმობდა, რომ თუკი უზარმაზარი პირამიდებისა და დიდებული ფარაონების ქვეყნის მკვიდრს კბილი ასტკივდებოდა, თმენის გარდა მას სხვა არაფერი რჩებოდა.მეცნიერებმა ეგვიპტელების ერთ - ერთი საკვები პროდუქტის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინეს, რაც შესაძლოა მათი კბილების გაფუჭების მიზეზი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძირითადად ჯანსაღი საკვებით იკვებებოდნენ, მათი პური არც ისეთი კარგი ხარისხის იყო.საქმე იმაშია, რომ პურის ფქვილს ეგვიპტელები ხელის ქვის წისქვილის საშუალებით იღებდნენ, რომელსაც დაფქვისას წისქვილის ქვისგან წვრილი ქვიშა ერეოდა, რაც მათ კბილებს უმოწყალოდ აფუჭებდა. მეტიც, ასეთი პურის ნამცეცები კბილებს ეკვროდა, იმ დროს კი ეგვიპტელებმა ჯერ კიდევ კბილების გამოხეხვის შესახებ არაფერი იცოდნენ.407 1-ს მოსწონს |